spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბლინკენის განცხადებაში ნათლად წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა...

“ბლინკენის განცხადებაში ნათლად წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო” – მიხეილ სააკაშვილი

ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ რეალობასთან და მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება და კონკრეტულ დასკვნებს აკეთებს:

ამერიკას ამ მასშტაბის სანქციები ერთდროულად არასდროს არავისთვის არ შემოუღია!

მნიშვნელოვან მომენტში, 2008 წელს აშშ ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად ჩაერთო, ახლა კიდევ უფრო საშიში მომენტი გვიდგას და ამერიკა ისევ გვეხმარება.

ოღონდ უნდა გვახსოვდეს, ამ დახმარების ეფექტურობა და განგრძობადობა ჩვენი საზოგადოების შემდგომ აქტიურობაზეა დამოკიდებული. ამერიკელები იცავენ იმ ქვეყნებსა და საზოგადოებებს, რომლებსაც უკეთესი ბედისთვის ბრძოლის მკვეთრად გამოხატული სურვილი აქვთ.

ასევე, თუ კარგად დავაკვირდებით, ბლინკენის განცხადებაში ნათლად წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო. ეს დასავლეთის მხრიდან რეალობის საბოლოოდ აღიარებაა იმისა, თუ რა მოხდა 2012 წელს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

“ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა” –...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ…!” – ნანუკა თამაზაშვილი

"უფალმა არ გაგვწირა. ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...