spot_img
მთავარირეგიონის ამბებიმაისის განმავლობაში ბათუმს უცხოელი ჟურნალისტები 10-მდე ქვეყნიდან სტუმრობს

მაისის განმავლობაში ბათუმს უცხოელი ჟურნალისტები 10-მდე ქვეყნიდან სტუმრობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ყაზახი ინფუენსერები სტუმრობდნენ. კონტენტ კრეატორების აჭარაში მოგზაურობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ მიერ რეგიონში მოგზაურობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კონტენტს ამ ეტაპისთვის 5 მილიონამდე წვდომა აქვს. ინფლუენსერები ძველ ბათუმს, ბულვარს და ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს სტუმრობდნენ. ასევე მოინახულეს გონიოსა და პეტრას ციხეები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ქედის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ადგილობრივი სამზარეულოსა და ღვინის დასაგემოვნებლად კი მედიატურის მონაწილეები ქედაში ღვინის მარანს ეწვივნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად აგრძელებს მედიატურების ორგანიზებას, როგორც ევროპული, ისე აზიური ქვეყნებიდან. მაისის განმავლობაში, უწყების მოწვევით რეგიონს უკვე სტუმრობდა ჟურნალისტები და ინფლუენსერები ლიეტუვადან, თურქეთიდან, ინდოეთიდან და ყაზახეთიდან. თვის ბოლომდე რეგიონს ასევე ესტუმრება ფინელი, ესტონელი, უზბეკი და სომეხი ჟურნალისტები. შედეგად, აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალები სამიზნე ქვეყნების ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში გამოქვეყნდება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...