spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უკონტროლო ბაზარია უცხოელებისთვის"..., "ეს კოდები უნდა აეკრძალოთ"... -...

“უკონტროლო ბაზარია უცხოელებისთვის”…, “ეს კოდები უნდა აეკრძალოთ”… – ავტოიმპორტიორები

ავტოიმპორტიორებმა სააგენტო ,,პარალელთან” გაკეთებულ კომენტარებში ისაუბრეს დღეის მდგომარეობით ავტომობილების ბიზნესში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით.

მათი განმარტებით, მთავარ პრობლემას წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდული აუქციონის კოდები, რისი მეშვეობითაც საქართველო უცხოელ დილერებს მხოლოდ სატრანზიტო საშუალებად სჭირდებათ. ეს კი ნეგატიურად აისახება სექტორის მუშაობის პროცესზე.

მათი განცხდებით, აღნიშნული ფაქტორი სერიოზულ ზიანს აყენებს სექტორს:

,,მთავარი პრობლემა ის არის, რომ ყაზახებს კოდები დაურიგეს, ოფისებს უხსნიან – ეს კოდები უნდა აეკრძალოთ და ოფისები უნდა დაიკეტოს, რომლებიც ყაზახეთშია გახსნილი. მერე ნებას იბოძებენ, ჩამოვლენ, საქართველოში მანქანას ფასიც აეწევა და ქართველი ხალხიც იმუშავებს”, – აცხადებს ავტოიმპორტიორი.

 

,,ბაზარიც ყოველდღე ძვირდება. ადრე იყო ხოლმე 3 ლარი, 10-10 ლარი გახდა ყოველდღიური გადასახადი. გაფორმებები, ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ მიდის. პატარა ხელშეწყობა უნდა იყოს – ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყანაა და აქედან გამომდინარე, ჯერ ჩვენ უნდა მივიღოთ სარგებელი, მერე იმ უცხოელებმა. რა ვიცი, მე ასე მგონია, ჩვენ არავის ვჩაგრავთ. უბრალოდ გაგება და ხელშეწყობა უნდა იყოს ერთმანეთის”, – აღნიშნავს ავტოიმპორტიორი.

 

,,მთავარი პრობლემა არის ის, რომ უცხოელების მიერ პირდაპირი აუქციონებიდან მანქანების გაყვანა ხდება, რაც ფაქტიურად, ჩვენზე ძალიან ცუდად, ნეგატიურად აისახა. იმიტომ, რომ ჩვენ უკვე მანქანას ვეღარ ვყიდით.

ჩვენი შემოყვანილი, გამზადებული მანქანები გვრჩება გაუყიდელი. გვიწევს უკვე იმდენად დაბალ ფასში და წაგებით გაყიდვა, რომ ბიზნესი ვერ მუშაობს.

თუ ამ ტენდენციით გაგრძელდა სიტუაცია, ამ ბიზნესს დიდი მომავალი არ აქვს. სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს ჩვენი გვერდში დგომა. ჩვენიდან რომ შემოყავთ და ჩვენიდან გაყავთ, ეს უკვე ისახება ძალიან ნეგატიურად”, – აცხადებს ავტოიმპორტიორი.

 

,,მთავარი პრობლემა არის, რომ უკონტროლო ბაზარია უცხოელებისთვის. შესაბამისად, მათთვის არის სახეირო. არ იხდიან შესაბამის თანხას ავტომობილებში. ქართველისთვის აღარ მუშაობს ქართული ბაზარი”, – აღნიშნავს ავტოიმპორტიორი.

 

 

,,ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ კოდებია გაცემული. კომპანიებმა, რომლებმაც კოდები გასცეს, ანუ მეც მომცეს, მე ვისაც უნდა მივყიდო – იმასაც ჩამოჰყავს და გაყავს პირდაპირ რეექსპორტზე თავის ქვეყანაში. ლიცენზიები უნდა გაიცეს – საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ჩამოყვანის უფლება და არ უცხოეთის მოქალაქეს”, – აცხადებს ავტოიმპორტიორი.

 

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ქართული პოლიტიკური კლასიკაა: ბოლოს დამნაშავე, ალბათ, ის აღმოჩნდება, ვისაც მოხსნიან” – რომან გოცირიძე

საქართველოში ელექტროენერგიის 2-ჯერ მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით სემეკის განმარტებებს კონკრეტული...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...