პარასკევი, აპრილი 26, 2024

საქართველომ უნდა მოიშოროს ის ჭირი და უბედურება, რაც “ქართული ოცნების” სახით აქვს – გიორგი ვაშაძე

ოპოზიციური პარტიების საერთო შეხვედრის შემდეგ “ახალი საქართველოს” თავჯდომარემ მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც დახურულ კარს მიღმა გაჟღერდა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე წლის პირველი ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. მისივე თქმით, ოპოზიციურ სპექტრს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი მხარდაჭერა აქვს.

ოპოზიცია ერთიანია, ისე როგორც არასდროს. სრული მხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე. 4 აპრილს 4 საათზე ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე. დაგეგმილ დიდ აქციაზე ჩვენ გავაჟღერებთ იმ თანამშრომლობის კონკრეტულ მექანიზმს, რაც გვექნება უკვე ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო თვალსაზრისით. მანამდე კი იქნება აქციები, პიკეტირებები, რეგიონში გასვლები, ხალხთან მუშაობა, ჩართულობა დიპლომატიურ კორპუსთან საერთაშორისო ასპარეზზე.

რაც მთავარია არცერთი ხმა “ქართულ ოცნებას”. ეს არის მთელი შინაარსი, რადგან საქართველომ მოიცილოს ჭირი და უბედურება, რომელიც დღეს ქვეყანას სჭირს. ამ ჭირს და უბედურებას აქვს კონკრეტული სახელი ეს არის “ქართული ოცნება” თავისი ივანიშვილით, კობახიძით, კალაძით და აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანით, რომელიც არის ამ “ბანდიტურ დაჯგუფებაში” გაერთიანებული.

მე მზად ვარ ყველა კომპრომისზე წავიდე, იმისთვის რომ ქვეყანა გადავარჩინოთ. ვინც თავის თანამდებობას და ადგილს გამოეკიდება ის თავის ქვეყნის მტერია,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ავტორი
თეო იორდანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული