spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ზუსტად შევაფასოთ ის, რაც გაკეთებულია 2012 წლიდან და...

“ზუსტად შევაფასოთ ის, რაც გაკეთებულია 2012 წლიდან და გამოვიტანოთ დასკვნები – ვის უნდა საქართველოსთვის სიკეთე და ვის უნდა მისი ქაოსში გადასროლა” –

მსურს მივმართო ახალგაზრდებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ძალიან კარგად შევაფასოთ შექმნილი ვითარება, ზუსტად შევაფასოთ ის, რაც გაკეთებულია 2012 წლიდან – საპირისპირო იმისა, რაც კეთდებოდა 2012 წლამდე და აქედან გამოიტანოთ დასკვნები – ვის უნდა საქართველოსთვის სიკეთე და ვის უნდა მისი ქაოსში გადასროლა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების დროს.

მისი თქმით, ახალგაზრდებს სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლებიც ხვდებიან და კარგად ჩანს, რომ ქუჩაში მართლაც რეალურად არის ის განწყობა, რომელიც აგრესიას წარმოშობს და ამაში „ლომის წილი“, შეიძლება ითქვას, გარკვეული ინფორმაციის არარსებობას აქვს.

პრაქტიკულად, არავინ იცის, სამწუხაროდ, არც იმ ახალგაზრდებმა, ვისაც შევხვდით და ვისაც გარკვეულ თემებზე სხვა პოზიცია აქვს, რომ აპრილის ბოლოს საქართველომ, ევროსაბჭოს 39 ქვეყანასთან ერთად, დააყენა საკითხი რუსეთისათვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ. იქამდე მოვიგეთ ოთხი საერთაშორისო სასამართლო. ამ სასამართლოს ბოლო განაჩენი განგრძობითი ოკუპაციის შესახებ 9 აპრილს გამოქვეყნდა და ისე ჩაიარა ამ თემებმა, თითქოს არაფერი ყოფილა.

ეს არასამთავრობოები კი იმ ხალხის გვერდით დგას, ვინც რუსეთს ტერიტორიებიც ჩააბარა და სტრატეგიული ობიექტებიც, უამრავი ადამიანი შესწირა. უფრო მეტსაც გეტყვით, ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც აღიარებენ, რომ საქართველო არის დამნაშავე მხარე და ოკუპაციაც სწორედ ამ დანაშაულის გამო მოხდა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ვიდრე კონსტიტუციაში გაკეთდებოდა ჩანაწერი ქვეყნის კურსის შესახებ, 2013 წლიდან მოყოლებული, ქვეყნის საგარეო კურსს ყველა მოწვევის პარლამენტი ამტკიცებდა და არავის შეუძლია დაასახელოს თუნდაც ერთი მაგალითი იმისა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები საქართველოში, კავკასიაში რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ.

მე თქვენ ათ მაგალითს დაგისახელებთ, როდესაც ის ადამიანები, ვინც დღეს ბაქიბუქობენ, რუსულ პოლიტიკას იყენებენ სასპეკულაციო თემად. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ რუსეთის ინტერესები რეგიონში და საქართველოში ყოფილიყო გამარჯვებული. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, კი ბატონო, შეიძლება ისინი შემოჭრილი იყვნენ პოლიტიკაში, აქ ზღვრის გავლება ძნელია, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ დესტაბილიზაციისთვის და ამ ფონზე ხელისუფლებაში იმ ხალხის მოსაყვანად, ვისზეც ვისაუბრე. ესაა რეალობა და ამ რეალობის უკან არავითარი სხვა სურათი არ არსებობს.

მსურს მივმართო ახალგაზრდებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ძალიან კარგად შევაფასოთ შექმნილი ვითარება და გამოიტანოთ დასკვნები – ვის უნდა საქართველოსთვის სიკეთე და ვის უნდა მისი ქაოსში გადასროლა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...