spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - კანონი არ არის ბიძინა ივანიშვილი,...

გიორგი ვაშაძე – კანონი არ არის ბიძინა ივანიშვილი, კანონი არ არის ირაკლი კობახიძე, კანონი არის კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ქართველი ხალხი

ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად დღეს 7 სააათზე მანიფესტაციაზე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხვალ საღამოს 10 საათზე ყველანი ვიკრიბებით რუსთაველზე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი ხმა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს და გავაგონოთ პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც ხვალ მესამე მოსმენით აპირებენ რუსული კანონის მიღებას“, – ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, კანონის მოდიფიცირება არის შეუძლებელი, ამ კანონის ყველა მუხლი არის რუსული, ამ კანონის შინაარსი არის რუსული, ამ კანონის მიზანი არის რომ გაანადგუროს დამოუკიდებელი აზრი ქვეყანაში, და სწორედ ამიტომ დღეს და ხვალ ხალხი უნდა შეიკრიბოს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გააგონოს ხმა მთელ მსოფლიოს და ქართულ ოცნებას რომ ქართველ ხალხს არ უნდა ამ კანონის მიღება:

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, დიახ, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად დღეს 7 სააათზე მანიფესტაციაზე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხვალ საღამოს 10 საათზე ყველანი ვიკრიბებით რუსთაველზე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი ხმა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს და გავაგონოთ პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც ხვალ მესამე მოსმენით აპირებენ რუსული კანონის მიღებას, რომ მათ არ ასცდებათ პასუხისმგებლობა, რომ ისინი აგებენ პასუხს ქვეყნის და ერის წინაშე და მთელი მსოფლიოს წინაშე.

აქვე მინდა გამოვეხმაურო გუშინ და დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოსდა კანონის მოდიფიცირება არის რაიმე საშველი. გამორიცხულია! ამ კანონის მოდიფიცირება არის შეუძლებელი, ამ კანონის ყველა მუხლი არის რუსული, ამ კანონის შინაარსი არის რუსული, ამ კანონის მიზანი არის რომ გაანადგუროს დამოუკიდებელი აზრი ქვეყანაში, გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია საშუალებები, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, აქტიური ჯგუფები და არცერთ შემთხვევაში არ მიიღება რაიმე ტიპის ფასადურ ცვლილებებში მონაწილეობა. კანონი უნდა იყოს სრულად გაწვეული და კანონი არ უნდა განიხილებოდეს პარლამენტში. ეს არის ხალხის ნება, ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი და თუ ეს კანონი მიიღება პერსონალური სანქციები დაეკისრება ყველა იმ ადამიანს ვინც ამ დანაშაულებრივ აქტს აღასრულებს.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, ის არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს რუსული კანონის მიღებით და უფრო მეტიც, ის მოქმედებს კანონგარეშე, როდესაც თავს ესხმის გულანთებულ პატრიოტ ადამიანებს, როცა პირდაპირი ფიზიკური ანგარიშსწორება ხდება ქუჩებში. ეს არის კანონგარეშე ქმედება, რაც საფუძველია იმის ჩავთვალოთ ხელისუფლება არის არალეგიტიმური.

დიახ ეს არის არალეგიტიმურობის საფუძველი იმიტომ, რომ კანონი არ არის ბიძინა ივანიშვილი, კანონი არ არის ირაკლი კობახიძე, კანონი არის კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ქართველი ხალხი.

მივმართავ ყველა პოლიციელს, ვინც ქუჩებში ჩადის ამ უკანონობას. პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას და მერწმუნეთ, ხალხის გამარჯვება ძალიან ახლოს არის და არცერთ შემთხვევაში ეს დანაშაულებრივი რეჟიმი ვერ შეინარჩუნებს დიდხანს ძალაუფლებას“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...