spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაკავკასიური ანუ სოსნოვსკის ფიჭვი (pinus sosnowskyi)

კავკასიური ანუ სოსნოვსკის ფიჭვი (pinus sosnowskyi)

ველური ბუნების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს კავკასიური ფიჭვის შესახებ, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ბორჯომის ტყეში. ხანძრების გამო მისი პოპულაცია შემცირდა. თუმცა, სააგენტო ყოველწლიურად 200-300 ათასამდე კავკასიურ ფიჭვს აწარმოებს, რომელიც შემდგომ აღდგენის მიზნით ტყეებში ირგვება.

კავკასიური ანუ სოსნოვსკის ფიჭვი (pinus sosnowskyi) პირველი სიდიდის ხეა, რომელიც 35 მ-მდე აღწევს. ახალგაზრდა ასაკში ვარჯი პირამიდულია, დიდხნოვანი კი ქოლგისებრი.

მოყავისფრო სქელი ქერქი აქვს. მწვანე-მოვერცხლისფრო წიწვო აქვს, რომლებიც 3-4 წელს ცოცხლობენ. თესლი 2 წლის განმავლობაში მწიფდება, ყვავილობს მარტ-აპრილში.

კავკასიური ფიჭვი მძლავრ ფესვთა სისტემას ივითარებს, იგი სიცივის ამტანია. გვხდება ზღვის დონიდან 2300 მ-მდე. მისი გაშენება 800-900 მ-მდე გაძნელებულია. მოზარდ აღმონაცანს არ ეშინია ყინვების, ასევე ღია- გაშიშვლებული ადგილების.

ქმნის სუფთა და მშრალ კორომებს.

ფიჭვის წიწვები შეიცავს ეთეროვან ზეთებს, C-ვიტამინს, განსაკუთრებით ზამთარში, არის მასში კაროტინი და ფიტონციდები. ცოცხლობს 300-350 წელს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...