spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი ღიად ებრძვის ახალგაზრდებს, საკუთარ მოსახლეობას" - გიორგი...

“ივანიშვილი ღიად ებრძვის ახალგაზრდებს, საკუთარ მოსახლეობას” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია Facebook-ის პირად გვერდზე შეფასებას აკეთებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, დაიწყონ მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც, მმართველი პარტიის განმარტებებით, თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობასა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებშია ჩართული:

,,ოცნება” განაგრძობს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და სუს-ის გამოყენებით სამოქალაქო დაპირისპირების წაქეზებას. განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდების და საზოგადო მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმებს კიდევ ერთი უკანონო ინიციატივა დაემატა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გაურკვეველი და სრულიად არაკონსტიტუციური რეგისტრის შექმნა დააანონსა, რომლის საშუალებით ოცნება მისი მოწინააღმდეგე მოქალაქეების მტრებად გამოცხადებას გეგმავს. მსგავსი აბსურდული, რუსული მეთოდები ხაზს უსვამს ,,ოცნების” არაადეკვატურობას და მძიმე ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. ცდილობს რა ძალაუფლების შენარჩუნებას, საქართველოს უსუსური და კორუმპირებული ხელისუფლება იქცა მოსკოვის სასარგებლო იდიოტად.

ივანიშვილი ღიად ებრძვის ახალგაზრდებს, საკუთარ მოსახლეობას. ყველა, ვინც ამ უკანონო ქმედებებში მონაწილეობს, პასუხს აგებს კანონის წინაშე!

მოვუწოდებ საჯარო მოხელეებს, იმოქმედონ გონივრულად და საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. კონსტიტუციური წესრიგის არარსებობის პირობებში, საჯარო მოხელეებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან ხალხი სწორედ მათ იმედზეა”, – წერს გიორგი გახარია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...