spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნიღაბი ჩამოხდილია! დღეს ერთ მხარეს არის პრორუსული ხელისუფლება,...

“ნიღაბი ჩამოხდილია! დღეს ერთ მხარეს არის პრორუსული ხელისუფლება, მეორე მხარეს – თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები” – გია ხარჩილავა

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში შეფასებას ახდენს ,,ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ სახალხო-ევროვნულ შეკრებასა და პარალელურ ფონზე, პარლამენტში მიმდინარე ე.წ. ,,რუსული კანონის” მეორე მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით:

,,საქართველოს მოსახლეობა არაერთ გამოკითხვაში მუდმივად აფიქსირებდა პროდასავლურ კურსს და ეს მაჩვენებელი 80-85%-მდე მერყეობს. ეს გახლდათ წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნება და გამოხატული მიზნები. სწორედ ამ 85%-ს, საკუთარი მოსახლეობის, აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ,,ქართული ოცნება” უპირისპირდება. ამასთან მმართველი პარტია კონსტიტუციას არღვევს. კონსტიტუციის 78-ე მუხლი მკაფიოდ გვეუბნება, რომ ჩვენი კურსია დასავლური და სახელმწიფო ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

ახლა იმ დარბაზში საკუთარ მოქალაქეებზე და კონსტიტუციაზე ძალადობა ხდება. ხელისუფლების მეორე მხარეს არის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მაგრამ ვერცერთ სცენარში მათ ვერ გათვალეს პოლიტიკაში ახალგაზრდების ადგილი.

აი ახალგაზრდობა გამოხატავს იმ 85%-ის ნებას დღეს ქუჩებში. მათ გვერდით არიან მათი მშობლები, თანამოაზრეები. ამიტომ ეს აქციები იქნება უწყვეტი, სანამ ხელისუფლება ამ კანონს არ გაიწვევს.

ის ადამიანები, რომლებიც ამ აქციაზე მოდიან რუსეთის მხარდასაჭერად და ევროპის კურსის საწინააღმდეგოდ, ტიპიურ ქართულ ღალატთან გვაქვს საქმე! ის ადამიანები, რომლებიც აქციაზე მოდიან იმის შიშით, რომ ხელფასს ან თანამდებობას დაკარგავენ, ტიპიურ გამყიდველობასთან გვაქვს საქმე! ის ადამიანები, რომლებიც აქციაზე მოდიან იმ აზრით, რომ დასავლეთი იდენტობას, ეროვნებას გვიკარგავს, რაღაც პროპაგანდებს თავზე გვახვევენ, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურ უმეცრობასთან გვაქვს საქმე. თუ ის ადამიანები მოდიან 2012 წლის იდეალებით და აღმოჩნდა, რომ ცრუ იდეალებია. დროში ხომ გაირკვა, რომ 12 წლის განმავლობაში ,,ოცნება” ატყუებს ხალხს. მათი გულწრფელობა თუ მისაღებია, ამ ადამიანების ადგილი მართლაც რუსთაველზეა, მაგრამ ეს არის სიყალბის არაღიარება. იმიტომ, რომ 12 წლის განმავლობაში ,,ოცნებამ” ანახა, რომ ის ეთამაშებოდა საკუთარ ხალხს და იყო არაგულწრფელი.

დღეს ნიღაბი ჩამოხდილია! დღეს ერთ მხარეს არის პრორუსული ხელისუფლება, მეორე მხარეს – თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები, რომელთაც საკუთარი სამშობლო ევროპაში ეგულებათ.

ამ ახალგაზრდებს უნდათ ევროპა. თუ ევროპა აქ არ მივიღეთ, ეს ახალგაზრდები წავლენ ევროპაში. ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდები წავიდნენ ევროპაში თუ ევროპა მოვიდეს აქ და ევროპაში მყოფი ემიგრაცია დაბრუნდეს საქართველოში?! ჩვენ გვინდა რომ ევროპა იყოს აქ”, – განაცხადა გია ხარჩილავამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...