spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არანაირი ფასი ამ რეზოლუციებს არ აქვს" - კახა...

“არანაირი ფასი ამ რეზოლუციებს არ აქვს” – კახა კალაძე ევროპარლამენტში მომზადებულ რეზოლიციაზე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ რეზოლუციას.

მისივე განმარტებით, მსგავსი რეზოლუციები კონკრეტული მოთხოვნებით წინა თვეებშიც მომზადებულა, საბოლოოდ კი მას არანაირი ფასი არ გააჩნია.

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარი. თუმცა, ისიც ვიცით, როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება. ალბათ, ცოტა ხანში FARA-ს დოკუმენტში ყველაფერი ასახული იქნება და საზოგადოებაც გაიგებს ამას. გვახსოვს ჩვენ ის რეზოლუციებიც, რომლითაც მოგვიწოდებდნენ, რომ თუ სააკაშვილი არ გათავისუფლდებოდა სანქციების არ მივუერთდებდით, თუ მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა, ვერ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და ა.შ. ვიცით ამ ყველაფერს რისთვის აკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მსგავსი რეზოლუციები ევროპული ფასეულობებისგან შორს დგას.

გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ქართული, დემოკრატიული კანონი, რაც ითხოვს მხოლოდ დეკლარაციის წარდგენას წელიწადში ერთხელ, ისე, როგორც ეს თანამდებობის პირებს მოეთხოვებათ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, მშვიდობას, ხვალინდელ დღეს. ძლიერი სუვერენიტეტით გვინდა ევროპული მომავალი. ის, რასაც დღეს ვისმენთ ამ რეზოლუციებით, ძალიან დაშორებულია ევროპულ ღირებულებებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თმილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...