spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"DataFest Tbilisi"-ს განცხადება "უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით

“DataFest Tbilisi”-ს განცხადება “უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოს მმართველმა პარტიამ “უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა და დღეს ის  პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

ჩვენს გუნდში კანონპროექტის ხელახლა ინიცირებამ იმედგაცრუება, ბრაზი და გაოგნება  გამოიწვია. დაფუძნების დღიდან დღემდე DataFest Tbilisi აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა სექტორს, ქვეყანასა და ექსპერტს შორის თანამშრომლობასა და კოლაბორაციას. მეტიც, ფესტივალმა შექმნა გარემო, სადაც ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ გამოცდილებებისა და ინსპირაციის ერთმანეთისთვის გაზიარება. წლების განმავლობაში ამაყად გვითანამშრომლია არაერთ საერთაშორისო დონორთან, კერძო კომპანიასთან და საჯარო უწყებასთან, რათა ერთობლივი ძალებით შეგვექმნა საინტერესო და შთამაგონებელი გარემო ფესტივალის სტუმრებისთვის.

აღნიშნული კანონი არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ჩვენს მიდგომას (ქართულ საჯარო უწყებებსა  და საერთაშორისო დონორებს შორის თანამშრომლობის შეზღუდვით), არამედ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობასაც კი სათუოს ხდის. წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რეპრესირებულ ქვეყნებში მცხოვრები პროფესიონალებისთვის პლატფორმა მიგვეცა გამოცდილებების გასაზიარებლად. ვშიშობთ, რომ შემოთავაზებული კანონი ქართული სამოქალაქო სივრცის ანალოგიურად შეზღუდვას ისახავს მიზნად.

გვჯერა, რომ ჩვენი საქმიანობა ახლა უფრო რელევანტურია – უნდა შევქმნათ პლატფორმა გამოცდილების, ცოდნისა და შთაგონების გაზიარებისთვის, რათა ვისწავლოთ ერთმანეთისგან,. გამოვიყენოთ მონაცემები და ტექნოლოგია დემოკრატიის გასაძლიერებლად. ჩვენ გვჯერა, რომ ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი საუკეთესო სტრატეგია იმის კეთებაა, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის — მონაცემთა ენთუზიასტების დაკავშირება და ერთმანეთისთვის ცოდნის, გამოცდილებისა და შთაგონების გაზიარება, რათა წვლილი შევიტანოთ ამ კანონის წინააღმდეგ გამარჯვებაში.

DataFest Tbilisi-ს შესახებ:

DataFest Tbilisi არის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური ფესტივალი, მონაცემების, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების შესახებ. ფესტივალმა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 5 ათასამდე მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორკშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, Meta, Amazon, Mercedes-Benz, Siemens, Canva, Wix, Amazon და სხვა.

ინფორმაციას ავრცელებს DataFest Tbilisi

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...