spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილაშა დიაროვი: "ყველაფერი უნდა გაკეთდეს ლაზარეს გასათავისუფლებლად!"

ლაშა დიაროვი: “ყველაფერი უნდა გაკეთდეს ლაზარეს გასათავისუფლებლად!”

ლაზარეს ადგილას შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი ყოფილიყო, რადგან ხელისუფლება გამოძიების დაწყებამდე ეძებდა არ არსებულ დამნაშავეს“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა დიარვმა განაცხადა.

დიაროვის თქმით – „ჩვენი ვალია არ მივცეთ ივანიშვილს ამ ბიჭის დასჯის უფლება! ყველაფერი უნდა გაკეთდეს ლაზარეს გასათავისუფლებლად!“:

ლაზარე გრიგორიადისი 9 წლიანი ციხისთვის გაიმეტეს იმიტომ რომ ევროპული მომავალი სურდა და ხმა აიმაღლა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. ლაზარეს ადგილას შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი ყოფილიყო, რადგან ხელისუფლება გამოძიების დაწყებამდე ეძებდა არ არსებულ დამნაშავეს.

ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა ახალგაზრდა მიზანმიმართულად პოლიტიკური მოტივებით ბრალის წარდგენამდე გამოაცხადა დამნაშავედ და შემდეგ სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაადასტურა ეს, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს პოლიტკური მოტივებით და არ არის დამოუკიდებელი.

ჩვენი ვალია არ მივცეთ ივანიშვილს ამ ბიჭის დასჯის უფლება! ყველაფერი უნდა გაკეთდეს ლაზარეს გასათავისუფლებლად!

ვფიქრობ, ასეთ პირობებში სწორი იქნება პრეზიდენტმა მიიღოს ლაზარეს გათავისუფლების გადაწყვეტილება“, – განაცხადა დიაროვმა.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...