სამშაბათი, აპრილი 30, 2024

“ქალბატონო შაჰინ, თქვენი სახელმწიფო დიდი სახელმწიფოა, ოკეანის გაღმაა და მშვიდობიანად ცხოვრობთ უკვე რამდენი წელია” – ირაკლი ზარქუა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა, პარლამენტში დაინიცირებული ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინისადმი გაკეთებული მიმართვისას:

,,ქალბატონო შაჰინ, თქვენი სახელმწიფო დიდი სახელმწიფოა, ოკეანის გაღმაა და მშვიდობიანად ცხოვრობთ უკვე რამდენი წელია.

ჩვენი ქვეყანა პატარაა, თავისი გეოგრაფიული არეალიდან, ბევრი სახელმწიფოს ინტერესების კვეთაშია, მათ შორის, ჩრდილოეთიდან, ამიტომ გვჭირდება, ჩვენ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენი ქვეყანა რომ დავიცვათ უნდა ვიცოდეთ, აქ გავლენის, გამჭვირვალეობის ფონზე, ვინ რას აფინანსებს, რა მიზნით.

მე მგონია, რომ ახლაც თქვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვინც ეს ინფორმაცია მოგიტანათ, როგორც სააკაშვილის თემაზე, თქვენით სარგებლობს. შეცდომაში ხართ შეყვანილი და გირჩევდით გაეცნოთ, ჩაგვერთეთ, დაგველაპარაკეთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციისთვის: სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ იგი ძალიან შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გამო.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული