კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმადლობა ბატონ ბიძინას, იმ ადამინს, ვინც ეს ყველაფერი...

მადლობა ბატონ ბიძინას, იმ ადამინს, ვინც ეს ყველაფერი შექმნა ჩვენ ირგვლივ – კარლო კოპალიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად მისი არჩევა გახდა. გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა პარლამენტს კარლო კოპალიანმა და “მადლობების კორიანტელი” დააყენა ყველა მიმართულებით:

„მე მინდა, ბატონებო, ამ დარბაზში პრეცედენტი შევქმნა, როდესაც პარლამენტს ტოვებს გუნდის წევრი არა გაბრაზებული, არამედ მადლიერებით აღვსილი რა მინდა, რომ ეს პრეცედენტი მაგალითად იქცეს მომავალში.

სამადლობელო იქნება ჩემი გამოსვლის ლაიტმოტივი.

უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა ვუთხრა ცაგერის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს, რომელმაც 2008 წელს გამბედაობა გამოიჩინა და ოპოზიციონერ კანდიდატს მისცა ხმა. მე მათთვის ამ 12 წლის განმავლობაში არასდროს მიღალატია.

მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მედიას, ჩვენს ჟურნალისტებს ობიექტური და მართალი ინფორმაციის მიწოდებისთვის.

მადლობა ჩვენს მთავრობას, ძალიან მაგარ პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი გახარიას და მის კაბინეტს.

მადლობა პარლამენტს, ჩემს კოლეგებს.

მადლობა ბატონ ბიძინას, იმ ადამიანს, ვინც ეს ყველაფერი შექმნა ჩვენ ირგვლივ. მადლობა კაცს, რომელმაც შეძლო და საქართველოში პირველად, არჩევნების გზით, შეცვალა მოძალადე ხელისუფლება. ადამიანს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დამიძახა თავის დროზე და მომცა შანსი, ვყოფილიყავი იმ ხალხის გვერდით, ვინც დააფუძნა „ქართული ოცნება“. მადლობა მას ამ შესაძლებლობისა და 7 წლისათვის, რომ მომეცა საშუალება ჩემი მოკრძალებული სიტყვა მეთქვა ქართულ პოლიტიკაში.

მადლობა „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი ქვეყნის უპირობო ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კახის, ირაკლის, დიტოს, ჩვენს პარტიულ ოფისს, ჩვენს ყველა თანამოაზრეს,” – ასე მიმართა კარლო კოპალიანმა დეპუტატებს.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ის კაცი რატომ არის ბრძენი და ქვეყნის გადამრჩენი, დროგამოშვებით ქურდ და აგენტ პრემიერებს რომ...

ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტებით - შეფასებები, მინიშნებები, განმარტებები (არა)რიტორიკული...

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

ცესკო: “ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს”

ცესკო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...