ორშაბათი, აპრილი 29, 2024

“დარწმუნებული ვარ ხიხოს ხუხულა მალე ჩამოიქცევა და საქართველო ისევ გაიმარჯვებს!” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბეჟან ჯავახია Facebook-ის პირად გვერდზე საუბრობს 9 აპრილის ღონისძიების აღნიშვნასა და საზოგადოების ერთიანობასთან დაკავშირებით:

,,მიხარია, რომ დღეს პირველად ქმნის ოპოზიცია ფონს იმისას, რომ 9 აპრილი არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე!

ამდენად სასიამოვნო იყო, რომ ხმამაღლა წაიკითხეს დამოუკიდებლობის აქტი. თუმცა, ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა ეს ტექსტი გახმაურებულიყო ამ აქტის მთავარი შემოქმედის, ზვიად გამსახურდიას ხმით, მით უფრო – ჩანაწერი არსებობს.

ან რაღაც შესავალს მოითხოვდა ეს წაკითხვა. ისტორია, თან მოგითხრობს და თან მგრძნობიარეც არის!

კიდევ ერთხელ გულწრფელად ვაღიარებ ჩემს სრულ თანხმობას და მონაწილეობას ამ აქციაში. წარმატებას გისურვებთ თქვენც და ჩემს თავსაც ამ ბრძოლაში.

დარწმუნებული ვარ ხიხოს ხუხულა მალე ჩამოიქცევა და საქართველო ისევ გაიმარჯვებს!”, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული