spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტზე: პირდაპირ...

კახა კალაძე “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტზე: პირდაპირ ექვემდებარება იმ პრინციპებს, რომელიც ღირებულია თითოეული ქართველისთვის და რომელსაც ეფუძნება ევროპული მომავალი

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ შეაფასა „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და ამ საკითხზე მედიის შეკითხვებს უპასუხა.
კახა კალაძის განცხადებით, კანონპროექტი უკავშირდება სწორედ გამჭირვალობას და სხვას არაფერს:

კანონი, რომელიც უკავშირდება გამჭირვალობას, პირდაპირ ექვემდებარება იმ მნიშვნელოვან პრინციპებს, რომელიც ღირებულია თითოეული ქართველისთვის. ის, რომ ჩვენ გავიძახით – გვინდა ევროპული მომავალი, ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება, ზუსტად ამ პრინციპებს ეფუძნება ის ევროპულობა და ევროპული მომავალი, რაც პირდაპირ კავშირშია სამართლიანობასთან, გამჭირვალობასთან, ადამიანის უფლებებთან, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, საკუთრების უფლების დაცვასთან. ამ ღირებულებების ერთ-ერთი კომპონენტი, როგორც ვთქვი, არის გამჭირვალობა.

თუ ხელისუფლების, თანამდებობის პირების მხრიდან ვითხოვთ გამჭირვალობას, ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის იყოს ნათელი, ცნობილი და ცხადი, თუ რომელი ორგანიზაცია რომელი ქვეყნიდან იქნა დაფინანსებული. ამის გასაჯაროებაზეა საუბარი, მეტი არაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა სახელისუფლო გუნდის შეცდომად მიიჩნია გასულ წელს გაწვეული კანონპროექტის თაობაზე საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირება:

რაც შეეხება შარშან გაწვეულ კანონს, ეს იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაც, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საზოგადოებას ვერ ავუხსენით სწორად და ვერ მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რადიკალურმა ჯგუფებმა მოახერხეს, რომ ეს კანონი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რუსეთთან, შეენიღბათ, როგორც რუსული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ტიპის კანონმდებლობა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის, ავსტრალიაში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ასევე, ინიციირებულია ევროკავშირში:

აქ საუბარია გამჭირვალობაზე. ეს დონორ ორგანიზაციებსაც დაეხმარება და გეტყვით, რატომ – ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსდა USAID-ის მიერ. საუბარი იყო მძიმე დაავადებების მქონე ბავშვების მშობლების დატრენინგებაზე, რეალურად კი რისი ტრენინგი მიმდინარეობდა, ხომ გვახსოვს ყველას? ეს გაურკვევლობები რომ იყოს აცილებული თავიდან, დარწმუნებული ვარ, ჩვენი დონორი ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი და დამზღვევი იქნება აღნიშნული კანონი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...