კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოლიგარქის დამარცხების გასაღები მობილიზაციაში, ერთიანობასა და სიმტკიცეშია" -...

“ოლიგარქის დამარცხების გასაღები მობილიზაციაში, ერთიანობასა და სიმტკიცეშია” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მმართველი პარტიის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის, რომელსაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი რუსულ კანონს უწოდებს, მისი ინიცირების წინაპირობებზე საუბრობს და მოსახლეობას საპროტესტო აქტივობებისკენ მოუწოდებს:

სინამდვილეში რა მოხდა – იმ დღეს, როდესაც ყირგიზეთმა “რუსული კანონი” მიიღო, ივანიშვილს ურეკში მოსკოვიდან გამოგზავნილი კურიერი შეხვდა. ივანიშვილმა იმავე საღამოსთვის დანიშნა “ოცნების” პოლიტსაბჭო.

ის თბილისში ჩამოფრინდა, დაელოდა მეორე დღეს რუსული კანონის ხელახლა შემოტანის დაანონსებას, რის შემდეგაც თბილისიდან დემონსტრაციულად გაფრინდა. ოღონდ, გამოცხადებისას ხაზი გაესვა, რომ ივანიშვილი კანონის მიღებაში აქტიურად იყო ჩართული – ესეც, რა თქმა უნდა, მოსკოვის გასაგონად.

მოსკოვის ინტერესი აქ დღესავით ნათელია. როგორც ძაღლი მოინიშნავს ხოლმე თავის ტერიტორიას, ასევე იყენებს კრემლი ამ კანონს თავისი სამფლობელოს შემოსაღობად.
აი, ივანიშვილისთვის კი, ეს უდიდესი რისკია. მას იმედი აქვს, რომ უკიდურეს ძალადობას მიმართავს, მაინც გაიტანს ამ კანონს და პარალელურად დააჩმორებს ქართულ საზოგადოებას. ეს მისთვის სწორედაც რომ ქართული საზოგადოების დაჩმორების კანონია.

უნდა გვესმოდეს და ვემზადოთ იმისთვის, რომ ამჯერად ივანიშვილი ბევრად მეტ ძალადობასა და რეპრესიებს მიმართავს, ვინაიდან ეს მისთვის გენერალური ბრძოლაა, ეს კი უკიდურეს არეულობას გამოიწვევს. ჩვენ არ უნდა გავატანინოთ კანონი და არ უნდა ავარევინოთ.

ახლა ხანდახან მესმის მოტივი – “მიუხედავად იმისა, გაიტანს კანონს თუ არა, მაინც არჩევნებზე გადაწყდება ყველაფერი”. აქ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ კანონის წინააღმდეგ პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებისთვის თავიდან აიცილებს ელექტორალურ რევოლუციას, ვინაიდან საზოგადოება უკვე დემოტივირებული იქნება.

სწორედ ამიტომ, ოლიგარქის დამარცხების გასაღები მობილიზაციაში, ერთიანობასა და სიმტკიცეშია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

“საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა” – კახა...

„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...