spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს დელეგაცია არის იმდენად უსუსური, რომ 110 პარლამენტარში...

“საქართველოს დელეგაცია არის იმდენად უსუსური, რომ 110 პარლამენტარში მხარდამჭერი ადამიანები ვერ ნახეს” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,ევრონესტის” საპარლამენტო ანსამბლეაზე ჩავარდნილ რეოლუციასთან დაკავშირებით:

,,ნაციონალურ მოძრაობას” და ,,ქართულ ოცნებას”უბრალოდ ქვეყნის მომავალი აქვთ ტყვეობაში აყვანილი. ისინი, ფაქტობრივად, მანიპულირებენ ერთმანეთით, რაღაც ილუზიას ქმნიან, რომ ქვეყნისთვის ზრუნავენ.

უამრავი რეზოლუცია ყოფილა, რომლისთვისაც ,,ნაციონალურ მოძრაობას” მხარი არ დაუჭერია.

,,ქართული ოცნება”, როდესაც ამას აპიარებს და ბრალს დებს, ეს სიახლე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. უბრალოდ, მთელი პრობლემა არის იმაში, რომ იმ რეზოლუციის ინიცირება მომხდარიყო, საჭირო იყო სულ 10 ხმა.

,,ქართულმა ოცნებამ” ევროპარლამენტარებში რომ ვერ იპოვა ქვეყნის მეგობარი, ქვეყნებიდან 10 პარლამენტარი, რომელიც მხარს დაუჭერდა, რეზოლუცია დაინიცირდებოდა და მას კენჭი ეყრებოდა, ეს არის მათი უსუსურობის მაჩვენებელი.

თითქოს, ახლა ,,ნაცებმა” ამას მხარი რომ არ დაუჭირეს, რაღაც სიურპრიზი იყო და ვიღაცას გაუკვირდებოდა. მე არ გამკვირვებია. უამრავი რეზოლუციაა, რომლებისთვისაც ,,ნაცებს” ადრეც არ ჰქონდა მხარი დაჭერილი, მაგრამ საქართველოს დელეგაცია ყოველთვის ახერხებდა მსგავსი რეზოლუციები ,,ნაცების” მხარდაჭერის გარეშე მაინც დაეყენებინათ დღის წესრიგში, რომ კენჭისყრა მომხდარიყო.

დღეს ეს ვერ მოხდა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ელემენტარულ რაღაცას – საქართველოს დელეგაცია არის იმდენად უსუსური, რომ 110 პარლამენტარში, მათ შორის, ჩვენ მეზობლებში, სტრატეგიულ პარტნიორებში, მხარდამჭერი ადამიანები ვერ ნახეს.

სამარცხვინოა ეს უბრალოდ! თუ სამარცხვინო არ არის, მაშინ არის ჩვეულებრივი მავნებლობა, რომელიც მიგვანიშნებს იმას, რომ ეს ყველაფერი იყო შიდა პოლიტიკური კონტექსტისთვის გაკეთებული. იმისთვის, რომ ერთმა მეორეს ეძახოს მოღალატე, მერე ამან ამას ეძახოს რადიკალი.

საბოლოო ჯამში, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს. რევანშის სურვილით შეპყრობილი რადიკალური ,,ნაციონალური მოძრაობა” თუ მეორე მხრივ, უსუსური, არაფრის მაქნისი ,,ოცნება” ქვეყნისთვის საჭირო რეზოლუციებს ვერ გაიტანენ ევრონესტის პლატფორმაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთიც და მეორეც წარსულში არიან დასატოვებლები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

“პირველად როცა ვნახე ხანძთა, გუმბათი მთლიანად იდგა. ახლა ქვა-ქვა იშლება” – ნიკა ვაჩეიშვილი

ხანძთის მონასტრის სავალალო მდგომარეობის შესახებ საუბრობს ხელოვნებათმცოდნე, კულტურისა და...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...