spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ლგბტ თემაზე გეკითხებით და ზეთის ფასებზე გველაპარაკებით, ვერ...

“ლგბტ თემაზე გეკითხებით და ზეთის ფასებზე გველაპარაკებით, ვერ აიცილებთ პასუხისმგებლობას, რაც ჩაიდინეთ” – მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას

სხდომაზე გამომსვლელი ოპოზიციონერები სოციალურ საკითხებზე გადაერთნენ, მიგრაციასა და ფასებზე დაიწყეს საუბარი.

ძალას, რომელიც შემიძლია ნაციონალისტურ-სოციალისტურ-ფაშისტურ პარტიას შევადარო, როდესაც ახალგაზრდების მიგრაციაზე საუბრობს, მინდა ვკითხო: გირგვლიანი გაუგიათ? რობაქიძე გაუგიათ? ასობით ახალგაზრდა რომ ჩაცხრილეს ქუჩაში იციან? 350 ათასი პრობაციონერი ჰყავდათ და 30 ათასი პატიმარი, რომელთაგან უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ. ამათთან როგორ შეიძლება მორალზე საუბარი?!“ – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში არ შეიძლება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ პარტიის გასამართლება მოხდეს.

ლგბტ თემაზე გეკითხებით და ზეთის ფასებზე გველაპარაკებით. რომ გამოეყავით „ნაციონალებს“ გგონიათ აირიდებთ პასუხისმგებლობას? ვერ აირიდებთ იმ პასუხისმგებლობას რაც ჩაიდინეთ. გასამართლება აუცილებლად მოხდება და ამას ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...