spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"2012 წლის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" სრულად გაფლანგა ის...

“2012 წლის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” სრულად გაფლანგა ის დიდი ნდობა, რომელიც მართლა ჰქონდა” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საქართველოს ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების და საკითხთან დაკავშირებით:

,,2012 წლის შემდეგ, ,,ქართულმა ოცნებამ” სრულად გაფლანგა ის დიდი ნდობა, რომელიც მართლა ჰქონდა. გაფლანგა ისე, რომ პოზიტიური ვერაფერი შექმნა, რაზეც შემდგომ შეიძლებოდა ახალი პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა. ამიტომ დღეს, ფაქტობრივად, რასაც აკეთებენ, ძალიან სამწუხაროდ, თაღლითურად ცდილობენ, რაღაც დიდ, ქვეყნისთვის ემოციურად მნიშვნელოვან თემებს შეეხონ. ეს არის ის, რასაც მე სოციალური ინჟინერიის ექსპერიმენტებს ვუწოდებ.

არ შეიძლება იმისთვის, რომ შენ შენი ნდობა გაფლანგე 12 წლის განმავლობაში, ვერ დადე ის შედეგი, რომელიც გაძლევდა შესაძლებლობას ადამიანებთან მოსულიყავი და გეთქვა, რომ ,,კიდევ ერთხელ მენდე“, არ შეიძლება შენ შეეხო ქვეყნის ისტორიისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის აფხაზეთი, სამაჩაბლო.

მარტივ მაგალითს გეტყვით: ვინმეს რომ არჩევნების კონტექსტის გარდა აღელვებდეს აფხაზეთის რეინტეგრაციის რეალური ბედი, მაგალითად, სამაჩაბლოს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ზის მოსკოვში და განიხილავს საკითხს მოსკოვში – როგორ, რანაირად და როდის უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამაჩაბლოს მიერთებასთან დაკავშირებით. ერთი განცხადება გინახავთ? ერთი გამოხმაურება? – არა, მათ მხოლოდ და მხოლოდ შეუძლიათ გამოვიდნენ, რაღაცა პროპაგანდისტული, ტრაფარეტული ლოზუნგებით ელაპარაკონ, რომ ტყუილი, ცრუ, მატყუარების მიერ შექმნილი აღქმა შეუქმნან საქართველოს მოქალაქეებს, რომ ვითომ რაღაცას საუბრობენ, აკეთებენ ან აპირებენ.

იცოდეთ, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა რუსეთისთვის არის საჩუქარი იმიტომ, რომ რუსეთისთვის კორუმპირებული, უნიათო და ყველანაირ რესურს გამოცლილი მთავრობა არის საჩუქარი იმისთვის, რომ ყველანაირი სარგებლის გარეშე, ეს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენული ნება და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები განუხორციელებელი დარჩეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...