spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მაგრამ ეს ოცნება მხოლოდ ბაიდენის პირადი გადაწყვეტილების შემთხვევაში...

“მაგრამ ეს ოცნება მხოლოდ ბაიდენის პირადი გადაწყვეტილების შემთხვევაში შეიძლება ახდეს” – გია ნოდია

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების შანსებსა და ბაიდენის ფაქტორზე მსჯელობს განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია:

ძალიან საინტერესო ვითარებაა ამერიკელ დემოკრატებში. საჯაროდ პარტია გაერთიანებულია ჯო ბაიდენის გარშემო, მაგრამ სინამდვილეში პარტიის ელიტა პანიკაშია და თვლის, რომ ბაიდენი განწირულია წასაგებად. მთავარი მიზეზია მისი ასაკი (მერე რა, რომ State of the Union გამოსვლა საკმაოდ კარგი ჰქონდა).

ამიტომ, ანონიმურად თუ გამოკითხავ, ყველა გავლენიანი დემოკრატი ოცნებობს, რომ ბაიდენმა თავად თქვას უარი ნომინაციაზე და ახალი კანდიდატი აგვისტოში, უშუალოდ დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე (Convention) გაირკვეს. ამით საფუძველი გამოეცლება სიბერის ფაქტორს (პირიქით, ახალგაზრდა და ენერგიული დემოკრატი კანდიდატი დაუპირისპირდება ბებერ ტრამპს). ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი აღარ იქნება უაღრესად არაპოპულარული კამალა ჰარისი. ახალი კანდიდატი აღარ იქნება პასუხიმგებელი საზღვრის კრიზისზე – რაც, ასაკის გარდა, მთავარი არგუმენტია ბაიდენის წინააღმდეგ.

მაგრამ ეს ოცნება მხოლოდ ბაიდენის პირადი გადაწყვეტილების შემთხვევაში შეიძლება ახდეს. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ბაიდენის ამაში დარწმუნება მხოლოდ მის ცოლს შეუძლია.

ასეთ რამეებზეა დამოკიდებული მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიის ბედი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ნოდია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...