spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - კითხვა მინდა დავუსვა ირაკლი კობახიძეს...

გიორგი ვაშაძე – კითხვა მინდა დავუსვა ირაკლი კობახიძეს – 1.65 ღირს საწვავი როცა მოდის საზღვრამდე, ქვეყნის შიგნით ისე ხდება სიტუაციის დალაგება, რომ თითქმის ორმაგდება ამის ფასი, სად მიდის თითოეული ლიტრი ბენზინიდან 1.50 თეთრი?! სად მიდის ეს ფული?!

კითხვა მინდა დავუსვა ქვეყნის პრემიერ- მინისტრს, ირაკლი კობახიძეს – სად მიდის თითოეული ლიტრი ბენზინიდან 1.50 თეთრი?! სად მიდის ეს ფული?!“ – ამ კითხვით მძღოლებთან შეხვედრის შემდეგ მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს

ვაშაძის თქმით, საწვავის ფასი საზღვრამდე 1.65 ლარია, რომელიც ქვეყნის შიგნით თითქმის ორმაგდება.

დღეს საქართველოში აბსოლუტურად ყველას აწუხებს საწვავის ძალიან მაღალი ფასი, რომელიც არის ქვეყანაში. შესაბამისად აქ შეკრებილი ვართ მძღოლებთან ერთად. ზოგი ტაქსით მუშაობს, ზოგი ისე მძღოლია.

კითხვა მინდა დავუსვა ქვეყნის პრემიერ- მინისტრს, ირაკლი კობახიძეს – სად მიდის თითოეული ლიტრი ბენზინიდან 1.50 თეთრი?! სად მიდის ეს ფული?! 1.65 ღირს საწვავი, ამ შემთხვევაში ბენზინზე ვსაუბრობთ, დიზელზეც იგივე სიტუაციაა, როცა მოდის საზღვრამდე ეს საწვავი. მერე ქვეყნის შიგნით ისე ხდება სიტუაციის დალაგება, რომ თითქმის ორმაგდება ამის ფასი და შესაბამისად კითხვას ვუსვამ კობახიძეს – სად მიდის 1.50?!

ერთი, რომ გადასახადები გაზარდეთ, მეორე, რომ გაზარდეთ მარჟები, რომელსაც მონოპოლიურ- მაფიოზური კლანი თქვენთან ერთად იდებს ჯიბეში. საწვავში არის მონოპოლია და ამას სხვათაშორის თქვენი სააგენტოებიც ადასტურებენ არის მონოპოლიური ბაზარი შექმნილი. მიგვაბით მთლიანად რუსულ საწვავზე, გვეუბნებოდით, რომ ვითომ გაიაფდებოდა ბენზინი და დიზელი საქართველოში, მოხდა პირიქით, რომ გაძვირდა ყველაფერი.

შესაბამისად კითხვა გვაქვს, აქ ჩვენთან ერრთად ახლა არიან მძღოლები, ყველაფერს აძვირებს საწვავის ფასის გაძვირება, პროდუქტი ძვირდება, გადაზიდვა ძვირდება, ტაქსით მომსახურება ძვირდება – როდემდე ხალხო?! სად ცხოვრობთ?! მოწყვეტილი ხართ აბსოლიტურად რეალობას, ადამიანები ელემენტარულად ოჯახი, რომ არჩინონ მანქანას ქირაობენ, რომ ტაქსად ამუშაონ ეს მანქანები, უწევთ გაძვირებული საწვავის ჩასხმა, მერე ჯარიმები კაბალურად დაადეთ და აგერ არის ბატონო ზაზა ნიქაცაძე, კახა ბიჩინაშვილი და სხვები…

აგერ კონკრეტული მაგალითები, რომ კატასტროფულ ჯარიმებს უწერთ მთლიანად ქვეყანაში, უბრალოდ კატასტროფულია ჯარიმები, რომელიც არის. მერე აქედან ტექინსპექტირების გადასახადები, მერე ტაქსის სალიცენზიო გადასახადები, იქაც გინდათ, რომ მონოპოლია შექმნათ ამ ტაქსში, რომ ასე ვთქვათ ადამიანებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა აგერ ბატონი კახა ყვებოდა, რომ მივიდა რატომ მაჯარიმებთო?! გაყიდე მერე მანქანა და იმით გადაიხადეო, რომ გაყიდოს ბატონმა კახამ თავისი მანქანა, ოჯახი როგორ უნდა არჩინოს?! მართლა დაკარგეთ ადამიანობა?! როგორ არჩინონ ამ ადამიანებმა ოჯახები ერთადერთი შემოსავლის წყარო არის ის მანქანა, ხო სწორია?! მეტი სხვა შემოსავალი არ არის?! ამ პირობებში როგორ უნდა იარსებოს ადამიანმა?! ფასები იზრდება- შემოსავლები იკლებს, ბენზინი ძვირდება-კლიენტის რაოდენობა მცირდება“ – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...