spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაფიქსირდა დადებითი სალდო, როცა დაბრუნდა...

“ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაფიქსირდა დადებითი სალდო, როცა დაბრუნდა მეტი ადამიანი, ვიდრე წავიდა ემიგრაციაში” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე სააგენტო ,,პარალელის” შეკითხვას პასუხობს მიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით და განმარტებებთან ერთად, კონკრეტულ შედარებებს აკეთებს:

,,პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციის და ჩვენი მოქალაქეების მოტყუების მცდელობა იქნება ის, თუ ვიტყვით, რომ მიგრაცია არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. არ უნდა შევიქმნათ ასეთი წარმოდგენა, მიუხედავად ოპოზიციის პროპაგანდისა.

მიგრაცია არის, მათ შორის, ჩვენზე ეკონომიკურად ბევრად განვითარებული ქვეყნებიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. თქვენ რომ ნახოთ სტატისტიკა, ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს ამ წლების განმავლობაში საკუთარ ქვეყანას განვითარებულ ეკონომიკასაც და გადადის უფრო განვითარებულ ეკონომიკებში, საცხოვრებლად თუ სამუშაოდ. ეძებს უფრო უკეთეს პირობებს საცხოვრებლად და რა თქმა უნდა, ევროპასთან ერთად საქართველოც დგას ამ გამოწვევის წინაშე.

გაეროს აქვს სპეციალური ორგანიზაციაც კი შექმნილი მიგრაციასთან დაკავშირებით. ეს არის ,,მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია”, რაც ნიშნავს რომ მიგრაცია უკვე დიდი ხანია გადაიქცა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემად და გამოწვევად.

ახლა რომ ვუპასუხოთ ,,ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდას, საქართველოდან ემიგრაციის რეკორდი სწორედ ეკუთვნის ,,ნაციონალურ მოძრაობას” – 2011 წელს 107 000-ზე მეტმა მოქალაქემ მხოლოდ ერთ წელს დატოვა ქვეყანა. უარყოფითი ბალანსის რეკორდიც ემიგრაციაში წასულებსა და დაბრუნებულებს შორის ეკუთვნის ,,ნაციონალურ მოძრაობას”.

ხოლო ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაფიქსირდა დადებითი სალდო, როცა დაბრუნდა მეტი ადამიანი, ვიდრე წავიდა ემიგრაციაში. თუმცა ვიმეორებ ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სამუშაო კიდევ შესასრულებელი.

ეს არის ეკონომიკის შემდგომი ზრდა, საქართველოს დაახლოება ევროპასთან, ევროპულ სტანდარტებთან და ეს არის ქვეყანაში ცხოვრების ევროპული დონის შემოტანა საბოლოოდ, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ და გვინდა საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი.

ამას ემატება ისიც რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში საქართველოს არ ჰქონდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან. გარწმუნებთ, რომ იმ უსამართლობის, იმ მასიური ტერორის, დეზინფორმაციის და დესტაბილიზაციის პირობებში, როცა ადამიანებზე იყო უპრეცედენტო ზეწოლა, ძალადობა, მონოპოლიზებული მედია და სიცრუით ხდებოდა პირდაპირ ქვეყნის მართვა, მაშინ რომ საქართველოს ჰქონოდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროპასთან, ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, შუქის ჩამქრობიც არ დარჩებოდა იმდენი ადამიანი დატოვებდა ქვეყანას.

ჩვენს პირობებში მიიღო საქართველომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მიუხედავად ამისა ემიგრაციის უარყოფითი ბალანსი და რეკორდი ეკუთვნის ,,ნაციონალურ მოძრაობას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

ავტორები:
ალექსანდრე ლეჟავა
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...