spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს საქართველოში სრულფასოვნად ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ჰქვია...

“დღეს საქართველოში სრულფასოვნად ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ჰქვია ივანიშვილი” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს პარტია ,,ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით:

,,ადამიანები ხედავენ, რომ ივანიშვილის გამოსვლამაც ვერაფერს ვერ უშველა. ადამიანი გამოვიდა, თავის თავზე გადმოიბარა პრემიერ-მინისტრობის წარდგენის ფუნქცია, საპატიო თავმჯდომარემ… არ ვიცი, ეს ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ვინმეს რომ უთხრა, სიცილით მოკვდებიან და ეს კონსტიტუციონალისტები დღეს გველაპარაკებიან იმაზე, რომ მთავრობის თავმჯდომარემ, პარტიის კი არა მთავრობის თავმჯდომარემ, საპატიო თავმჯდომარესთან რაც უნდა ის შეიძლება შეათანხმოსო. მთავრობის თავმჯდომარემ, საპატიო თავმჯდომარესთან თურმე უნდა შეათანხმოს ჯანდაცვის მინისტრის საკითხი. 

ამიტომ ვამბობ, რომ დღეს საქართველოში სრულფასოვნად ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი. ახლა, კარგია ეს, ცუდია – საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ეს კარგია. სოციალური გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ მაღალი პროცენტი ექნება.

ეს ხომ ჩვენი მოქალაქეების აღქმებია. შესაბამისად, ეს ფაქტია. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ინსტიტუტებს ან ამ ინსტიტუტს ავუხსნათ, რომ ყველაფერი, რაც აქამდე ხდებოდა, კარგი თუ ცუდი, ამ ყველაფრის გამოსწორების რესურსი მასაც ჰქონდა, საზოგადოებასაც და საქართველოსაც, ყველას გვქონდა, მაგრამ ჩვენ თუ ჩავატარებთ არასამართლიან, არადემოკრატიულ არჩევნებს და ხელიდან გავუშვებთ შესაძლებლობას, რომ საქართველო უახლოეს 2 წელიწადში გახდეს გაფართოების პროცესის მონაწილე, ამ შეცდომას ვერავინ ვეღარ გამოისყიდის. ამაზე ,,ბოდიში” აღარ შველის. ამას არავინ გვაპატიებს.

უფრო მეტიც, გარდა იმისა, რომ მას არ აპატიებენ, ჩვენც არ გვაპატიებენ. იცოდეთ, რომ ჩვენი მომავალი თაობები, რომლებიც ნახავენ, როგორ ვითარდება ევროპული სივრცე და ჩვენ სად დავრჩებით, არავინ გაარჩევს – ვინ იყო ოპოზიციაში, ვინ იყო მმართველი, ვინ რას ლაპარაკობდა, ვინ იყო წინააღმდეგი, ვინ სწორს ლაპარაკობდა, ვინ პროგნოზი გააკეთა და ა.შ.

მე ერთადერთი რასაც ვცდილობ, ამ ქვეყანაში ერთადერთ მოქმედებ ინსტიტუტს გავაგებინო, რომ ეს ფატალური შეცდომა იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...