spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნამდვილი არჩევანი არის ამ 2 რადიკალური ძალის მიღმა"...

“ნამდვილი არჩევანი არის ამ 2 რადიკალური ძალის მიღმა” – გიორგი გახარია “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართული ოცნებაზე”

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს პოლიტიკურ გაერთიანებებსა და მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სტრატეგიასთან დაკავშირებით:

,,კოალიცია ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” კატეგორიულად მიუღებლია – წითელი ხაზია, ,,ქართული ოცნება” – ლურჯი ხაზია. იმიტომ, რომ დღევანდელი ,,ოცნება” მიუღებელია.

დღეს, თუ გადახედავთ პროპაგანდისტულ სისტემას, ერთი მხრივ, ,,ოცნება”, გვიმტკიცებს, რომ ,,ქვეყანაში არ არსებობს არჩევანი, მხოლოდ ბოროტი ,,ნაციონალური მოძრაობაა” და ვითომ კეთილი, სამართლიანი და პატრიოტი ,,ოცნება”.

,,ნაციონალური მოძრაობა” რას გვეუბნება? – ,,ნაციონალური მოძრაობა გვეუბნება”, რომ ,,არა, არ არსებობს არჩევანი. არის მხოლოდ პროგრესული ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,რუსული ოცნება”.

სინამდვილეში, ნამდვილი არჩევანი არის ამ ორი რადიკალური ძალის მიღმა. საქართველოს მოქალაქეებმა ეს უკვე დაინახეს. იმიტომ, რომ ძალიან კარგად ხედავენ ,,ნაციონალური მოძრაობის” ამ რადიკალურ-ბრუტალურ-რევანშისტულ განწყობებს, ძალიან კარგად ხედავენ ,,ოცნების” კორუმპირებულ-ინფანტილურ განწყობებს.

ერთი ვერაფერი ვერ გააკეთეს. ამხელა ადამიანი გამოიყვანეს და დააბრუნეს იძულებით აქტიურ პოლიტიკაში. და რა? რაიმე პრობლემა გადაწყდა?! რაიმე კითხვებს პასუხი გაეცა?! მართვის სისტემა დაიხვეწა?! – პირიქით, გაურკვევლობის ხარისხი სულ უფრო და უფრო გაიზარდა.

პარტია, რომელიც იძახის, რომ ,,საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა ავიღო”, ეს კი არა – ,,60% მაქვს მხარდაჭერაო”, 1 კვირით ადრე იძახდა – ,,არ გვჭირდება ჩვენ ივანიშვილიო, ისედაც ყველაფერი ჭარბი გვაქვსო. ივანიშვილი რად გვინდაო?!”, 1 კვირაში ივანიშვილი ბრუნდება პოლიტიკაში და ისევ იძახიან, ,,60% გვაქვს მხარდაჭერაო”. ცდომილების ეფექტის დონეზე შეაფასეს ივანიშვილის გავლენა პარტიაზე და ელექტორალური?!

სინამდვილეში, ის იმედი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ, რომ ივანიშვილის ნათლად, ხილულად გამოჩენა, ოფიციალური თუ როგორც გინდათ დაარქვით, დაბრუნება პოლიტიკაში დაალაგებდა სიტუაციას, დაამშვიდებდა ქვეყანას, პირიქით – ქაოსია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...