spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკორუფციული სისტემა შექმნა თავად ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა...

კორუფციული სისტემა შექმნა თავად ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” – ირაკლი ნადირაძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე, სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში საუბრობს დედაქალაქში შექმნილ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საბურავების დეფიციტსა და ქვეყანაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით:

  • როგორც ცნობილია, ქვეყანაში ავტობუსის საბურავების დეფიციტი შეიქმნა. რას ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? გამოიწვევს თუ არა ეს ყველაფერი საზოგადოების დისკომფორტს და როგორ ხედავთ ამ პრობლემის მოგვარების უსწრაფეს გზას?

– ფაქტია, რომ ჩვენ ვნახეთ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის შესაბამისი ხელმძღვანელი პირების წერილები, რომლითაც ისინი მიმართავენ შესყიდვების სააგენტოს, მათი მეშვეობით მთავრობას, რომ დედაქალაქში შეიქმნა ავტობუსების თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საბურავების პრობლემა და ტენდერის ჩატარება ვეღარ ესწრება და გთხოვთ მოგვცეთ უფლება, რომ ტენდერის გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკებით ანუ გამარტივებული შესყიდვით შევიძინოთ ეს საბურავებიო.

თავისთავად წერილშიც წერია, რომ რაც იყო გეგმაში, რომ ის საგარანტიო კილომეტრაჟი უნდა გაევლო და ვერ გაიარა, ეს პრობლემაა და შეიძლება უკავშირდებოდეს ბევრ რამეს, ან თვითონ საბურავია უხარისხო ან/და დედაქალაქშია ისეთი გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა და ფაქტია, რომ არის, რომლითაც შეიქმნა ეს პრობლემები.

ყველაზე მთავარი, რაც არის და რაც არის მერიის და სატრანსპორტო კომპანიის პასუხისმგებლობა. ეს საბურავი ერთ დღეში არ გაცვდებოდა და როდესაც ნახეს, რომ ეს ცვეთა იყო, გეგმიურზე ბევრად დიდი ხნით ადრე უნდა დაეჭირათ თადარიგი და შესაბამის ადამიანებს დიდი ხნით ადრე უნდა ეზრუნათ, რომ ჩატარებულიყო ტენდერი. რატომ?! – იმიტომ, რომ როდესაც არ ტარდება ტენდერი და გამარტივებული შესყიდვებით ყიდულობენ ამა თუ იმ პროდუქტს ან მომსახურებას, ყოველთვის საშუალო სტატისტიკით, დაახლოებით 20-30% -ით მეტს ვიხდით ხოლმე როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ეს არის ის თანხა, ის ფული, რომელიც აკლდება ჩვენს მოქალაქეებს. მათი კეთილმოწყობის, ინფრასრუქტურის თუ სოციალური პროექტების დაფინანსებას.

შესაბამისად ეს არის დიდი პრობლემა, რომელსაც ქმნის ის არასწორი მენეჯმენტი, არაკომპეტენტურობა, რომელთანაც საქმე გვაქვს ეს 12 წელია ,,ქართული ოცნების’’ პირობებში.

  • რადგან ასე უსწრაფესად, ტენდერის გარეშე უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, არსებობს თუ არა რაიმე გზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება კორუფციაზე თავის არიდება

ფაქტია, რომ ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პირობებში რთულია, რომ ტენდერი ჩაატარო ან ტენდერის გარეშე გააფორმო ხელშეკრულება და რაიმე კორუფციულ გარიგებასთან არ გქონდეს საქმე. რატომ?! – იმიტომ, რომ ეს კორუფციული სისტემა შექმნა თავად ბიძინა ივანიშვილმა და ,,ქართულმა ოცნებამ’’. იმიტომ, რომ ამ კონტრაქტებს, ხელშეკრულებებს იღებენ ადამიანები, რომლებიც შემდგომში გვევლინებიან ხოლმე ,,ქართული ოცნების’’ შემომწირველებად, ,,ქართული ოცნების’’ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებად, ახლობლებად, ნათესავებად და ეს არის მათ შორის, ის ,,შავი ფული’’, რომელიც შემდგომში ხმარდება ,,ქართულ ოცნებას’’ და ,,ქართული ოცნების’’ ძალაუფლების შენარჩუნებას.

ამიტომ, მანამ სანამ ეს კორუმპირებული ხელისუფლება რჩება ქვეყანაში რთულია, რომ ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ებრძოლოს ესა თუ ის უწყება კორუფციას. გამოსავალი არის შემოდგომაზე, 26 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილება, სადაც მოვა კოალიციური, პროევროპული მთავრობა, რომელიც შეებრძოლება რეალურად, კორუფციას და იბრძოლებს ხალხის კეთილდღეობისთვის, რომ ყოველი თეთრი ბიუჯეტიდან დაიხარჯოს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, პენსიების ზრდისთვის, უკეთესი ჯანდაცვისთვის, განათლებისთვის და ყველა იმ სიკეთისთვის, რასაც ამდენი წელია ელოდება ჩვენი მოქალაქეები.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...