spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"კონკურსის გამჭვირვალობის, დემოკრატიულობისა და მაღალი სანდოობის დამზღვევ პროცედურებზე...

“კონკურსის გამჭვირვალობის, დემოკრატიულობისა და მაღალი სანდოობის დამზღვევ პროცედურებზე სამინისტროს მხრიდან განმარტებები არ ჩანს” – ნანა ტოხვაძე

29 თებერვალს სრულდება დირექტორობის რეგისტრაციის მსურველთა ვადები, ამ მნიშვნელოვან პროცესში გვაქვს მნიშვნელოვანი კითხვები ბატონ მინისტრთან ბუნდოვან საკითხებზე”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნანა ტოხვაძემ ისაუბრა.

ტოხვაძემ განათლების სამინისტროში, მინისტრ, გიორგი ამილახვარის სახელზე განცხადება შეიტანა. მისი თქმით, დირექტორების შერჩევის წესთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვა და ბუნდოვანება არსებობს, რომელიც უნდა იქნას განმარტებული, გიორგი ამილახვარის მხრიდან.

29 თებერვალს, დირექტორობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია სრულდება. კონკურსის გამჭვირვალობის, დემოკრატიულობისა და მაღალი სანდოობის დამზღვევ პროცედურებზე სამინისტროს მხრიდან განმარტებები არ ჩანს.

მივმართავ მინისტრ ამილახვარს, საზოგადოებას განუმარტოს:

1. რა კრიტერიუმებით შეირჩევა გასაუბრების კომისიის შემადგენლობა, რათა მაღალი სანდოობის ნაცვლად, კვლავ ძალაში არ დარჩეს კომისიები, როგორც “პოლიტიკური ფილტრი” არასასურველი კანდიდატების ჩამოსაშორებლად.

2. რამდენმა კანდიდატმა გამოუცხადა ნდობა ახალი შერჩევის წესს და დარეგისტრირდა კონკურსზე. აქედან რამდენია უკვე სერთიფიცირებული დირექტორობის მსურველი?

3. ინკლუზიური და მოქნილი პროცესის უზრუნველყოფისთვის მიღებულ ცვლილებებში, რატომ არ შეიქმნა 162 ტესტირებაგავლილი კანდიდატის პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე ჩართვის შესაძლებლობა? თუ ფიქრობთ, რომ გასული წლიდან დღემდე შეიცვლებოდა მათი აკადემიური ცოდნა?

4. რაც მთავარია, ამოიღეთ თქვენი ლექსიკონიდან დირექტორობის მსურველთა მიმართ მინიმალური სტანდარტის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიანად გვიჩნდება განცდა, რომ არა განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, არამედ სკოლებში ადგილების შესავსებად იწყებთ პროცესს – რაც ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფის და კანდიდატების რეპუტაციის შელახვის გარდა სხვა შედეგს არ იძლევა”, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

“ჩვენ იძულებული ვართ ვითმინოთ და ავიტანოთ ეს ხალხი ჩვენს გვერდით, რადგანაც ფორმალურად “დემოკრატიული პლურალიზმი”...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მძიმე მინიშნებებს...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...