შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე პოლიტიკური კინკლაობა არ მაინტერესებს, ჩვენ გვინდა საქმეზე...

“მე პოლიტიკური კინკლაობა არ მაინტერესებს, ჩვენ გვინდა საქმეზე საუბარი, რომ პრობლემები მოვუგვაროთ ადამიანებს” – პაატა მანჯგალაძე

ყოველი მე-3 ბავშვი შიმშილობს, საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ბავშვებთან, მათ კარგად ყოფნასთან, ქვეყნის განვითარება იზომება ამის მიხედვით, რამდენად ზრუნავს სახელმწიფო ადამიანებზე, პენსიონერებზე,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატი საუბრისას პენსიონერთა სესხების მაღალ პროცენტსა და სკოლებში ბავშვთა კვების საკითხს შეეხო.
მანჯგალაძის თქმით, საქართველოს მომავალი და განვითარება მოზარდებზეა დამოკიდებული, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სკოლებში ბავშვთა კვების დროული უზრუნველყოფა:

ჩვენ ბიუჯეტის დამტკიცების დროსაც ვისაუბრეთ პენსიონერთა დაკავშირებით, ანა წითლიძე სულ აყენებს ბავშვთა კვების საკითხს სკოლებში, მე, მაგალითად, მოქალაქე რომ ვარ, პირდაპირ გეუბნებით, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მხვდება ადამიანი, პენსიონერი და აქვს კითხვა – რატომ არის ასეთი მაღალი სესხის პროცენტი და როგორ უნდა მოერიოს იგი ამ გადასახადს , იცით, რომ 70-100 ლარამდე უწევთ ყოველთვეს.

მე მაქვს უხერხულობა, ოპოზიცია ვარ და თქვენ რას პასუხობთ ამ დროს პენსიონერებს, რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს, ეს მაქსიმუმია? ამის მეტის გაკეთება არ შეგვიძლია?

ჩვენ ვპირდებით, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა პენსიონერის დავალიანება ერთჯერადად იქნება გადახდილი, აი, თქვენ ასე ნათლად რომ გვითხრათ, ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით, ყოველი მე-3 ბავშვი შიმშილობს, საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ბავშვებთან, მათ კარგად ყოფნასთან, ქვეყნის განვითარება იზომება ამის მიხედვით, რამდენად ზრუნავს სახელმწიფო ადამიანებზე, პენსიონერებზე, ბავშვებზე, ჯარისკაცებზე – შეუძლია თუ არა საქართველოს ფინანსურად ის, რომ ბავშვთა კვება იყოს უზრუნველყოფილი?! ხართ თუ არა ამის გამკეთებლები?!

ეს არის ჩემი კითხვა, რომელიც ხალხს აინტერესებს! მე პოლიტიკური კინკლაობა არ მაინტერესებს, ჩვენ გვინდა საქმეზე საუბარი, რომ პრობლემები მოვუგვაროთ ადამიანებს,“- განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს: "იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ...

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...