spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაზე მეტი საგარეო ინვესტიცია ისტორიის მანძილზე 2022 წელს...

“ყველაზე მეტი საგარეო ინვესტიცია ისტორიის მანძილზე 2022 წელს შემოვიდა” – ნიკოლოზ სამხარაძე

,,საგარეო საქმეთა სამინისტრო ანგარიშვალდებულია პარლამენტის მიმართ. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრი რეგულარულად მობრძანდება პარლამენტში. თუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ეს უწყება საკმარის ინფორმაციას არ აწვდის საზოგადოებას, პარლამენტია ის ადგილი, სადაც ეს კითხვები უნდა დაისვას და პასუხები მივიღოთ“, – აღნიშნავს, ჟურნალისტებთან კომენტარში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო უწყების პასუხისმგებლობასა და ინვესტიციების მოზიდვის მხრივ აქტიურობასთან დაკავშირებით:

ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ შეფასება გააკეთა ქვეყანაში შემოსულ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით:

,,რაც შეეხება ინვესტიციებს, მე როგორც ვიცი, 2023 წლის საბოლოო შედეგები, ჯერ არ არის გამოქვეყნებული ინვესტიციებთან დაკავშირებით.

2022 წელს საქართველოში იყო რეკორდული ინვესტიცია შემოსული საერთაშორისო პარტნიორებიდან. ყველაზე მეტი საგარეო ინვესტიცია ისტორიის მანძილზე 2022 წელს შემოვიდა.

შესაბამისად, მე არ ვიცი, რას გულისხმობენ ჩვენი ოპონენტები, როდესაც ამბობენ, რომ მუშაობა არ მიმდინარეობს.

რა თქმა უნდა, მეც მინდა, რომ 500 მლრდ იყოს ინვესტიცია საქართველოში ყოველწლიურად, მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები და უნდა შევხედოთ იმ რეალობას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოშია, არამედ ჩვენს ირგვლივ. ვგულისხმობ ომებს – რუსეთის აგრესიას უკრაინაში, სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობას, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებს და ა.შ. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ავტორები:
ალექსანდრე ლეჟავა
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...