spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოკლედ, სპეცოპერაცია სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად გრძელდება და მალე...

“მოკლედ, სპეცოპერაცია სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად გრძელდება და მალე გავიგებთ თუ რამდენი მილიონი დაჯდა” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასტან დაკავშირებით თავის ვარაუდს გამოთქვამს და კონკრეტულ მძიმე, სახიფათო სცენარზე საუბრობს:

მოკლედ, სპეცოპერაცია სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად გრძელდება და მალე გავიგებთ თუ რამდენი მილიონი დაჯდა. ჯერ Bloomberg ჩააცივდა ზურაბიშვილს სააკაშვილის თემით, ეხლა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირი ტექსტით მოსთხოვა მისი გათავისუფლება.

შემდეგი აქტი რა შეიძლება იყოს? თბილისში დაბრუნებული ზურაბიშვილი იტყვის რომ ევროინტეგრაციის დიადი მიზნის მისაღწევად, მივიღე ჩემთვის მტკივნეული და რთული გადაწყვეტილება და ა.შ.

თუმცა, მთავარია რა მოხდება იმის შემდეგ თუ ე.წ. “პრეზიდეტმა” შეიწყალა ტირანი. ის დატოვებს “ვივა-მედს” ხოლო ხელისუფლება აუცილებლად შეაბრუნებს მას უკან ციხეში. აი სწორედ აქ შეიძლება მოხდეს, ის რაც მე არ მინდა რომ მოხდეს, სააკაშვილისადმი ჩემი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად.

ნაცები და მათი აქტივისტები ბუნებრივია ფიზიკურად შეეწინაღმდეგებიან სააკაშვილის ციხეში შებრუნებას. დაცვას და სამართალდამცავებს კი ასეთ შემთხვევებში აქვთ იარაღის გამოყენების ლეგიტიმური უფლება.

ტყვია კი ბრმაა… ხვდებით იმედია რასაც ვგულისხმობ. ვიმეორებ, არ მინდა რომ ასეთი რამ მოხდეს და ამაზე დაფიქრდეს ყველა!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...