spot_img
მთავარირეგიონის ამბებიEuropean Best Destinations ბათუმს 2024 წლის, ევროპის 5...

European Best Destinations ბათუმს 2024 წლის, ევროპის 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს

ევროპაში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations ბათუმს ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებად ასახელებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ბათუმი, ევროპის 20 პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას შორის, მეხუთე ადგილს იკავებს. სამოგზაურო პლატფორმა მოგზაურებს 2024 წლისთვის საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, შვეიცარიის პოპულარულ მიმართულებებთან ერთად ბათუმში მოგზაურობას ურჩევს.

„უსაფრთხო, მწვანე, მეგობრული, რომანტიული, მდიდარი გასტრონომიით ბათუმი 2024 წლის ყველაზე მოდურ ტურისტულ მიმართულებად გვევლინება მოგზაურებისთვის, რომლებიც ევროპაში საუკეთესო ფასად საუკეთესო გამოცდილების მიღებით არიან დაინტერესებულები,“ ნათქვამია სტატიებში, რომლითაც პრესტიჟული გამოცემები Forbes, Wanderlust და Viaggi სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-ის რეიტინგს ეხმაურებიან. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია, ბათუმზე, როგორც მრავალი ჯილდოს მფლობელ და ევროპაში გამორჩეულ უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებაზე.

სამოგზაურო პლატფორმამ, 2024 წლის ევროპის ტრენდული მიმართულებები, მსოფლიოში მილიონზე მეტი მოგზაურის გამოკითხვის შედეგად დაასახელა. European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ის აქტიურად თანამშრომლობს ევროკომიისის მიერ აღიარებულ EDEN – ის ქსელის წევრ ტურისტულ მიმართულებებთან (EDEN Network – ტურისტული მიმართულებების ევროპული კავშირი, რომელშიც 90 ევროპული მიმართულება ევროკომისიის მიერ ტურისტული სერვისებისა და გარემოს პატივისცემის საფუძველზეა შერჩეული) და მსოფლიოს მასშტაბით 500-ზე მეტ ტურიზმის ორგანიზაციასთან. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations.com, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

European Best Destinations-მა 2020 წელს ბათუმი ევროპის უსაფრთხო მიმართულებებს შორის, ხოლო 2022 წელს „ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად“ დაასახელა. აღნიშნულის შესახებ 2022 წელს სტატიები, ისეთმა პოპულარულმა მედიაგამოცემებმა გამოაქვეყნეს, როგორებიცაა Forbes, Conde Nast Traveller, Sapo Brasil, Viaggi Corriere, Yahoo France და Ouest France.

https://www.europeanbestdestinations.com/

https://www.forbes.com/sites/ceciliarodriguez/2024/02/07/best-places-to-visit-in-europe-in-2024-marbella-tops-list-by-european-best-destinations/?sh=10d3d9fe3151

https://www.wanderlust.co.uk/content/european-best-destinations-results-2024/?fbclid=IwAR36nAg46ZG42emqPdZqkoj-zFzy7a4STOAQwureWyTUNGWxQhb0t6pGC0I_aem_AT2GNywj_-M7e9X2Cg8PvTQPTwhAJ3mAyrJk7Waq1XH3bAmUchNI9A6eDBfkcvHyPy4

European Best Destinations 2024: le 20 migliori destinazioni da visitare in Europa quest’anno

ინფორმაციას აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...