spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სალომე ზურაბიშვილი გვევლინება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ოპოზიციონერი,...

“სალომე ზურაბიშვილი გვევლინება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ოპოზიციონერი, რომელსაც ჯერ-ჯერობით, ფორმალურად აქვს პრეზიდენტის მანტია მოცმული” – მამუკა მდინარაძე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ, მთავრობასთან შეუთანხმებლად, მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით მწვავე შეფასებას აკეთებს პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და განმარტებებს აკეთებს, თუ რატომ არ მიდის აღნიშნულ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი, კობახიძე:

,,2 პარალელური კამპანიაა. ის [სალომე ზურაბიშვილი] ამ კამპანიაში იღებს მონაწილეობას. ის არის ამ კამპანიაში მთავარი როლის შემსრულებელი, რომელიც ამავდროულად გვევლინება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ოპოზიციონერი, რომელსაც ჯერ-ჯერობით, ფორმალურად აქვს პრეზიდენტის მანტია მოცმული. აქედან გამომდინარე, ის მორიგ ჯერზე არღვევს კონსტიტუციას და თან რადიკალიზმს აღვივებს.

პარალელურად იწევა კამპანია, – რატომ არ მიდის პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე? იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური განაცხადი იყო, ხაზს ვუსვამ, მისი პოლიტიკური განაცხადი იყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, რომ მისი პირველი ვიზიტი იქნებოდა ბრიუსელში.

ასეთ კონფერენციებში, მათ შორის მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყანის სხვადასხვა წარმომადგენლები. ძალიან ბევრი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება იქ ისევე, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...