spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ საქართველოს ექსპორტში, პირველ რიგში,...

“ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ საქართველოს ექსპორტში, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობა გააქვს” – გიორგი ვაშაძე ერიკ რეინერტის ფრაზაზე

ინტერნეტში შემომხვდა ერთი განცხადება, რომელიც ძალიან კარგად ასახავს იმ სამწუხარო რეალობას, რაც საქართველოშია. “ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ საქართველოს ექსპორტში, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობა გააქვს”, – ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილ ეკონომისტს, ერიკ რეინერტს,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძემ საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს N1 გამოწვევას უმუშევრობა და უკიდურესი სიღარიბე წარმოადგენს, რასაც ხელისუფლება იგნორს უკეთებს.

მისივე თქმით, მომავალ არჩევნებზე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს სურს დასაქმებული საქართველო თუ უმუშევარი ქვეყანა:

ინტერნეტში შემომხვდა ერთი განცხადება, რომელიც ძალიან კარგად ასახავს იმ სამწუხარო რეალობას, რაც საქართველოშია. “ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ საქართველოს ექსპორტში, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობა გააქვს”, – ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილ ეკონომისტს, ერიკ რეინერტს.

ეს არის რეალობა, რაშიც საქართველო არის. მთელი კვირის მანძილზე ოპოზიციის საქმიანი და ხალხზე ორიენტირებული კითხვების შედეგად, ვფიქრობ, საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორი აცდენილია ივანიშვილის პარტია მთლიანად ქართველ ხალხს და ხალხის პრობლემებს.

N1 პრობლემა საქართველოში არის უმუშევრობა, კითხვა არაერთხელ დაისვა, თუ როგორ აპირებს ირაკლი კობახიძე სამუშაო ადგილების შექმნას, იგნორირება და მეტი არაფერი, ტრაბახი და ცინიზმი ოპონენტებთანა და ხალხთან მიმართებით. ეს არის ივანიშვილის პარტიის ხელწერა, რაც კიდევ უფრო მიუთითებს, თუ რამდენად მოწყვეტილები არიან ხალხს, ხალხის პრობლემებს,“ – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...