spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 12-წლისთავზე, საქართველოს რეგიონებში უამრავი...

“ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 12-წლისთავზე, საქართველოს რეგიონებში უამრავი ეზო და სახლი ცარიელია” – გიორგი ვაშაძე

დღეს, ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უამრავი ეზო და სახლი ცარიელია, რადგან ქართველებს საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სახლებში დარჩენის შესაძლებლობა არ აქვთ,” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და “ქართული ოცნების” მმართველობის შედეგებზე ისაუბრა.

ოპოზიციონერმა ლიდერმა საუბრისას საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართველებს ამ პირობების გამო წლების განმავლობაში უწევთ ემიგრაციაში წასვლა.

ვაშაძის თქმით, ემიგრაციის მასშტაბები, “ოცნების” პირობებში, ყოველწლიურად მატულობს, ასევე მძიმდება პენსიონერთა მდგომარეობა და სულ უფრო მეტი ახალგაზრდა რჩება სამსახურის გარეშე:

დღეს, ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უამრავი ეზო და სახლი ცარიელია, რადგან ქართველებს საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სახლებში დარჩენის შესაძლებლობა არ აქვთ. ჩვენი თანამემამულეები მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა და უმუშევრობამ აიძულა წასულიყვნენ და მიეტოვებინათ ყველაფერი რაც მათ ეკუთვნით და რაც უყვართ.

საზღვარგარეთ ყოფნის დროს მუდმივად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო იქ მყოფ ქართველებთან.

მათთან საუბრები, როგორც წესი, ყოველთვის იწყება ხალისით, სამშობლოს და ოჯახური ისტორიების გახსენებით და სრულდება ტკივილით და უდიდესი ნოსტალგიით, მათ ენატრებათ საკუთარი სახლი.

რამდენიმე დღის წინ საუბარი მქონდა 57 წლის ქალბატონ ნინოსთან, მინდა მისი ისტორია მოგიყვეთ. ქალბატონ ნინოს ჰყავს 28 და 30 წლის 2 ბიჭი. 90-იანი წლების ბოლოს უკიდურესი სიღარიბის გამო ქალბატონი ნინო საბერძნეთში წავიდა ემიგრაციაში. ის თითქმის 23 წლის მანძილზე იმყოფებოდა ემიგრაციაში და დღე და ღამე უწევდა მუშაობა.

ქალბატონი ნინო მიყვებოდა: საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ღირდა ეს წვალება და ტკივილი, რადგან მეგონა მალე დავაგროვებდი თანხას, დავბრუნდებოდი საქართველოში და ჩემს შვილებთან ერთად კარგად ვიცხოვრებდი. 2022 წელს ქალბატონი ნინო 23 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, 57 წლის ასაკში დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ მისი პრობლემები არ გამქრალა.

მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა საკმარისი ფული ჰქონდა საკუთარი თავისთვის და ელემენტარული პირობებისთვის, უმუშევრობის გამო ახლა უკვე მისმა შვილებმა გადაწყვიტეს საქართველოდან წასვლა, რათა შესძლებოდათ საკუთარი ოჯახების უზრუნველყოფა ისე, როგორც მან უზრუნველყო ისინი თავის დროზე.

ეს არ არის მხოლოდ ქალბატონი ნინოს ისტორია, სამწუხაროდ, ასე ცხოვრობს ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე. წლები გარბის, პრობლემას პრობლემა ემატება, შვილები მშობლებისგან მოშორებით იზრდებიან.

ახლა, სამწუხაროდ, ქალბატონი ნინოს შვილიშვილები იზრდებიან მამების გარეშე. 12 წლის მანძილზე რაც ივანიშვილის პარტია იმყოფება ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, თითქმის არაფერი გაუმჯობესებულა.

პირიქით, მიგრაციის მასშტაბები გაიზარდა, 800 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ დატოვა საქართველოს ტერიტორია. ბავშვები ისევ შიმშილობენ; პენსიონერს ყოველდღიურად უწევს არჩევანის გაკეთება საჭმელსა და წამალს შორის; ახალგაზრდა ადამიანი უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს და სამსახურს ვერ შოულობს,” – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პირველად როცა ვნახე ხანძთა, გუმბათი მთლიანად იდგა. ახლა ქვა-ქვა იშლება” – ნიკა ვაჩეიშვილი

ხანძთის მონასტრის სავალალო მდგომარეობის შესახებ საუბრობს ხელოვნებათმცოდნე, კულტურისა და...

პროკურატურამ ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...