spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბატონო ირაკლი, რატომ გაურბიხართ მთავარ კითხვას, როგორ...

“ბატონო ირაკლი, რატომ გაურბიხართ მთავარ კითხვას, როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას?!” – გიორგი ვაშაძე

ბატონო ირაკლი, რატომ გაურბიხართ მთავარ კითხვას?! დღეს მთავარი კითხვა საქართველოში არის,თუ როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას”, – ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ციფრებით მანიპულაცია ემიგრაციას, დემოგრაფიულ პრობლემებსა და სხვა გამოწვევებს ვერ მოაგვარებს.

ვაშაძის თქმით, საზოგადოების ინტერესის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, თუ როგორ აპირებს ახალი მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნას:

ბატონო ირაკლი, რატომ გაურბიხართ მთავარ კითხვას? დღეს მთავარი კითხვა საქართველოში არის, თუ როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას.

ბატონო ირაკლი, ციფრებით მანიპულაცია და მითუმეტეს, ტრაბახი, ვერცერთ შემთხვევაში, ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს, ვერც ემიგრანტებს დააბრუნებს საქართველოში და ვერც უმძიმეს დემოგრაფიულ ფონს გამოასწორებს.
შესაბამისად, N1 პრობლემა გვაქვს – სამუშაო ადგილების არარსებობა ქვეყანაში. ამიტომაც, სამჯერ გაგიმეორებთ:

როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას? როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას და კიდევ ერთხელ, როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას?

თქვენს ვიცე-პრემიერად დაასახელეთ ეკონომიკის მინისტრი, რომელმაც ასევე თქვენს გუნდთან ერთად მოიტანა უმუშევრობა, ემიგრაცია და უკიდურესი სიღარიბე. თქვენ ამაზე გვეუბნებით, რომ მოგწონთ ეს ტემპი და არაფრის შეცვლას არ აპირებთ, ამიტომ საზოგადოების მთავარი კითხვაა – რის გაკეთებას აპირებთ? როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში? ეს არის ჩემი მთავარი შეკითხვა!” – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...