მილიარდელებს, რომლებიც დიდს არაფერს აკეთებენ საზოგადოებისთვის, უზარმაზარი ქონების დაგროვების საშუალება ეძლევათ – Oxfam International

33

მიკერძოებული ეკონომიკური სისტემები მილიარდელებს, რომლებიც დიდს არაფერს აკეთებენ საზოგადოებისთვის, უზარმაზარი ქონების დაგროვების საშუალებას აძლევენ, აცხადებს 19 ორგანიზაციის კონფედერაცია – “ოქსფამ ინტერნეიშლი” (Oxfam International). აღნიშნული საქველმოქმედო ორგანიზაცია 100- ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს სიღარბისა და უსამართლობის პრობლემებზე.

Oxfam-ი მოუწოდებს მთავრობებს ისეთი პოლიტიკის გატარებისკენ, რომლის მეშვეობითაც მოხერხდება მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდა, რათა ამ თანხებით შესაბამისად გაიზაროს დაფინანსება ბავშვებისა და ჯანდაცვისთვის.

საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ, დავოსის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის წინ, გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის მიხედვით:

მსოფლიოს 2.153 მილიარდელს უფრო მეტი სიმდიდრე გააჩნიათ, ვიდრე – პლანეტის მაცხოვრებელ 4.6 მილიარდ ადამიანს;

მსოფლიოს 22 უმდიდრეს მამაკაცს უფრო მეტი ქონება აქვს, ვიდრე – აფრიკაში მცხოვრებ  20 და მეტი ასაკის 326 მილიონ ქალს;

უმდიდრესი ადამიანების 1%-ს ორჯერ უფრო მეტი ქონება გააჩნია, ვიდრე მსოფლიოს 6.9 მილიარდ ადამიანს ერთად აღებულს.

კომენტარები