ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რესპების "დაუძინებელ მეგობარს", მთავარ სახელისუფლებო პროპაგანდისტ ტელეიმედს გავულანძღივარ...

“რესპების “დაუძინებელ მეგობარს”, მთავარ სახელისუფლებო პროპაგანდისტ ტელეიმედს გავულანძღივარ დილიდან” – დავით ბერძენიშვილი

“რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში მის პოზიციასთან დაკავშირებით “ტვ იმედზე” გასულ გადაცემას ეხმაურება, სადაც მწვავედ იყო გაკრიტიკებული:

რესპების “დაუძინებელ მეგობარს”, მთავარ სახელისუფლებო პროპაგანდისტ ტელეიმედს გავულანძღივარ დილიდან.

მოსკოვზე და მომხვეჭელობაზე ორიენტირებული, სტალინისტების საპატრიარქო” დაარქვა ჩვენს ეკლესიას რადიკალური ოპოზიციის ამ წარმომადგენელმაო.

რუსეთის იმპერიასთან მებრძოლი, ავტოკეფალიის აღმდგენი სამი პატრიარქის ეკლესიაა მაგარი თქო, რომ ვთქვი, მოხვდათ “კაკალ გულში”.

ნუ შეგვაშინებს ” ტრადიციების დამცველი”, არსებითად ორბანისტული, ანტიდასავლური ეს მდარე პროპაგანდა. მტრის ხატზე აგებულ სუსის ამ ერთუჯრედიან კამპანიას გასუსვით და თავჩაქინდრული კი არ უნდა შევეგებოთ, არამედ ვამხილოთ და შევუტიოთ.

ქართველების დაბნელების მცდელობით ცდილობენ ხელისუფლების შენარჩუნებას. თანამედროვე, 21-ე საუკუნის ევროპული ღირებულებებით უნდა შევებათ ამ პოლიტლილიპუტ “მრაკობესებს”, უვიც და პოლიტაფერისტ შავბნელებს.

ეკლესია უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკის წნეხისგან და პირიქით. ხელისუფლებასთან შეზრდილი ეს პოსტსაბჭოთა საპატრიარქო არის ხერგილი ქვეყნის ევროპულ გზაზე.

რესპების მონაწილეობით მივანგრიეთ ასლანის ხერგილი ჩოლოქზე ორი ათეული წლის წინ. ამ ხერგილისგან გათავისუფლებაშიც შევიტანთ ჩვენს მოკრძალებულ წვლილს.
შინ, ევროპისკენ!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ბერძენიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

ქობულეთმა “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლა

ბათუმის შემდეგ ყველაზე ფერად ფესტივალს ქობულეთმა უმასპინძლა. „ზაფხულის ფესტივალს“...

“გიორგი ვაშაძის ინიციატივა ერთიანობის შესახებ უნდა იქცეს რეალურ სამოქმედო გეგმად. ეს არის ნდობის...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პატიმრობაში მყოფი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...