spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რა ტყვეობაშიც არ უნდა მამყოფონ, ვიბრძოლებ ბოლომდე, საქართველოს...

“რა ტყვეობაშიც არ უნდა მამყოფონ, ვიბრძოლებ ბოლომდე, საქართველოს და უკრაინის სრულ გამარჯვებამდე!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი გავრცელდა სოციალურ ქსელში:

ის, რომ მე პოლიტპატიმარი ვარ იცის მთელმა მსოფლიომ. გამასამართლეს და მასამართლებენ თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი, გამოგონილი ბრალდებებით.

მე კარგის გარდა არაფერი გამიკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის. მასამართლებენ იმისთვის, რომ საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გავიტანე, ქვეყანა კრიმინალისა და სიღარიბის ჭაობიდან გამოვიყვანე, გავანათე და სახელმწიფო ჩამოვაყალიბე.

მასამართლებენ იმისთვის, რომ 2008 წელს არ გავიქეცი და სახელმწიფო შევინარჩუნე. ახლა ყოველდღე მტანჯავენ იმისთვის, რომ უზომოდ მიყვარს ჩვენი ხალხი და მინდა მას დავეხმარო.

პუტინმა დამაპატიმრა იმისთვის, რომ არამხოლოდ საქართველო არ ჩავაბარე, არამედ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, მისთვის ასეთ სასურველი ოდესის ოლქი კლანჭებიდან გამოვგლიჯე. დამაპატიმრა იმისთვის, რომ წარმატების მაგალითები შევქმენი საქართველოსა და უკრაინაში. დამაპატიმრა იმისთვის, რომ მე ვარ ერთ-ერთი მთავარი რეგიონალური ლიდერი და თავისუფალი სამყაროს ლიდერი ზელენსკის თანამებრძოლი.

ქართველმა ხალხმა უნდა გაითავისუფლოს თავი და უნდა გამათავისუფლოს მეც. ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან, რათა შევძლო უფრო ეფექტურად დახმარება, მაგრამ რა ტყვეობაშიც არ უნდა მამყოფონ, ვიბრძოლებ ბოლომდე, საქართველოს და უკრაინის სრულ გამარჯვებამდე!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...