spot_img
მთავარირეგიონის ამბებიგანთავსების ობიექტების თანამშრომლებისთვის ახალი ვიდეო გაკვეთილები მომზადდა

განთავსების ობიექტების თანამშრომლებისთვის ახალი ვიდეო გაკვეთილები მომზადდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის განვითარების მიზნით აგრძელებს მუშაობას. ამ ეტაპზე უწყებამ, განთავსების ობიექტების სხვადასხვა მიმართულების გამართულად ფუნქციონირებისთვის ვიდეო გაკვეთილები მოამზადა, რომელთა ნახვაც მსურველებს serviceajara.ge-ზე შეუძლიათ. ვიდეო რგოლები განთავსების ობიექტების თანამშრომლების საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობისთვის საჭირო 10 ძირითად თემას ეხება. ესენია: სატელეფონო ეტიკეტი სასტუმროში, ჯავშანი, მიმღები განყოფილების ორგანიზება და ადმინისტრატორის უფლება-მოვალეობები, სტუმრის რეგისტრაცია (ჩექ ინ), გაწერის პროცედურა (ჩექ აუთ), მებარგული (ბელბოის სერვისი); ნომერში საკვებით მომსახურება (რუმ სერვისი), სასტუმროს ნომრის ინსპექტირება, დაკარგული ნივთები, შშმ პირთა მისაწვდომობა განთავსების ობიექტებში და მათი მომსახურების თავისებურებანი.

აჭარის ტურიზმის დეპარატმენტმა, გასულ წელს რეგიონში სერვისის ამაღლების მიზნით ტურისტულ სექტორში დასაქმებული 1000-მდე პირი გადაამზადა. გარდა ამისა, ორგანიზება გაუწია პირველ გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“, რომლის ფარგლებში მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების ფრანგმა, ბელგიელმა, ლატვიელმა შეფებმა, რესტორატორებმა თურქ და ქართველ სპიკერებთან ერთად გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციებსა და გამოწვევებზე ისაუბრებეს, ადგილობრივი შეფებისთვის კი სხვადასხვა კერძების მომზადების მასტერკლასები ჩაატარეს. ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაოაბს წელსაც აქტიურად გააგრძელებს.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...