ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
34.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ადამიანი, რომელსაც მართლა ბევრი კარგიც გაუკეთებია, პატარა მშიშარა...

“ადამიანი, რომელსაც მართლა ბევრი კარგიც გაუკეთებია, პატარა მშიშარა კორუმპირებული ბიჭების დასაცავი გახდა” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია განცხადებას აკეთებს ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების კონკრეტულ მიზეზებთან დაკავშირებით:

,,მე ხომ ზუსტად ვიცი, ამ პატარა მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ. დეტალებში აქვთ მოყოლილი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება. ეს ხომ თვითონაც ძალიან კარგად იცის.

,,3 კაცთან კონსულტაციები აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ პროცესი ვმართოო” – ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ 3 კაცთან კონსულტაციების გარდა, მოსმენებით მიღებული ინფორმაციებიც და ამ 3 კაცისგან მოტანილი ინფორმაციაც, აღარ იმსახურებს ნდობას და ვისზეც ამათ მოაქვთ ინფორმაცია და მოსმენილი, იმათ პირდაპირ უნდა დაველაპარაკოთ. პირდაპირ დაასახელა ადამიანები, ვის მიმართაც უნდობლობის გამო მოუწია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამოჩენა.

ჩვენი დეპუტატებისთვის პარლამენტში ,,იმედის” ჟურნალისტს უკითხავს – ,,აი, გახარია რომ ემალება მედიასო?” – ამას რა კომენტარი გავუკეთო? კომენტარის მაგივრად, მე შემიძლია გავაკეთო შეთავაზება – პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ფორმატში, რა თქმა უნდა, პირისპირ ივანიშვილთან, ნებისმიერ ჟურნალისტთან, ნებისმიერ გადაცემაში, პირდაპირ ეთერში, თუნდაც, ხვალ…

ამ ყველაფერმა გამოაჩინა ის, რომ სამწუხაროდ, ადამიანი, რომელსაც მართლა ბევრი კარგიც გაუკეთებია, ამ პატარა მშიშარა კორუმპირებული ბიჭების დასაცავი გახდა.

იცოდეთ ერთი რამე, ეს პატარა მშიშარა ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეუქმნან ისეთი აღქმა, რომ არ გამოვიდეს, არ დაჯდეს და ხალხს, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, პირისპირ არ ელაპარაკოს. რატომ, იცით? იმიტომ, რომ მათი უსუსურობა, კორუმპირებულობა, ეს ყველაფერი ნათელი გახდება.

ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერს წამზომი ჩაურთავს და ამბობს, რომ ,,365 დღის შემდეგ, ე.ი. არჩევნების შემდეგ, ივანიშვილი იქნება დამარცხებული და მოსკოვში.

მეგობრებო, ივანიშვილი დამარცხებული უნდა იყოს საქართველოში. იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობაზე” ბევრად უკეთესი ოპოზიცია იქნება და საქართველოდან წასული ხალხი ვინც არის, ისინი უნდა დავაბრუნოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს, მე, 82 წლის დედაჩემმა, ჩემმა ძმამ და ჩემმა ძმის შვილმა შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე”...

18 ივლისს, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა საჩივარი...

“რუსულ სპეც-ოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ” – ლაშა ფარულავა

„რა თქმა უნდა, რუსულ სპეც-ოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ. ეს...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...