spot_img
მთავარიანალიტიკა"პოზიტიურად შევაფასებდი ივანიშვილის პოლიტიკაში ლეგალიზაციას" - გია ხუხაშვილი

“პოზიტიურად შევაფასებდი ივანიშვილის პოლიტიკაში ლეგალიზაციას” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი სააგენტო ,,პარალელისთვის” მიცემულ კომენტარში საუბრობს ქართულ პოლიტიკაში ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით და განმარტავს, თუ რამდენად შეცვალა ამ ფაქტმა პოლიტიკური რეალობა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების პერიოდისთვის:

,,მე, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად შევაფასებდი ივანიშვილის პოლიტიკაში ლეგალიზაციას. ამას არ ჰქვია დაბრუნება, არამედ ეს არის ლეგალიზაცია. იმიტომ, რომ არც არსად წასულა.

პოზიტიურად შევაფასებდი იმიტომ, რომ საერთოდ ასე სჯობს – ნებისმიერი ადამიანი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, შესაბამისად, პასუხისმგებელიც იყოს ამ გადაწყვეტილებებზე. ივანიშვილს ჰქონდა ისეთი პოზიცია, როდესაც იღებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებდა. შესაბამისად, ბურუსით მოცული ვითარება გვქონდა ქვეყანაში. მისი ინსტიტუციონალიზაცია, შესაბამისად, მისასალმებელია. ეს აძლევს ოპოზიციასაც ფოკუსის გასწორების საშუალებას – უკვე სამიზნე ვინ არის, იციან.

ივანიშვილი გადაწყვეტილებებს იღებდეს და შენ ღარიბაშვილთან გქონდეს პრეტენზიები – არასწორია, ბოლო-ბოლო უსამართლოა. ამომრჩევლისთვისაც გაუგებარია – ვინ? რა? როგორ და საიდან? საბოლოო ჯამში, მე მაინც პოზიტიურად შევაფასებდი ბიძინა ივანიშვილის ამ ნაბიჯს.

მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ ახლა ფოკუსი უნდა გაასწოროს, ამ ახალ რეალობას შეეგუოს და შესაბამისად, თავისი ძირითადი გზავნილები შეცვალოს. ნაკლები ილაპარაკოს ჩრდილოვან მმართველობაზე და მეტი ილაპარაკოს ხალხის რეალურ პრობლემებზე. ოპოზიციის პრობლემა ის კი არ არის, რომ ცუდად ხსნიან, ,,რომ ხელისუფლება ცუდია“, თვითონ რომ კარგები არიან – ამას ვერ უხსნიან ამომრჩეველს. რაღაცა პოზიტიური დღის წესრიგი ჩამოაყალიბონ და დაარწმუნონ ამომრჩეველი, რომ ისინი უკეთესად მართავენ ამ ქვეყანას, ვიდრე არსებული ხელისუფლება“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

“ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა” –...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” –...

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...