spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"არ შემიძლია და ვერ ვიქნებოდი მართალი, თუ ამას...

“არ შემიძლია და ვერ ვიქნებოდი მართალი, თუ ამას არ ვიტყოდი…” – ბეჟან ჯავახიას პარალელი

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბეჟან ჯავახია Facebook-ის პირად გვერდზე ერთგვარ ისტორიულ პარალელს ავლებს და გულისტკივილს გამოთქვამს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ:

,,თუ გამბედაობა მეყოფა:

უნდა დავწერო მათ გასაგონად, ვისაც ახლა სამართლიანი პოზიცია უჭირავს და ნამდვილად მყარად დადგა სტალინელთა წინააღმდეგ. დიახ, სტალინის მიერ ჩადენილმა დანაშაულებმა და სისხლიანმა ტერორმა ვერ გადაწონა ვერცერთი მის საპირწონედ. სტალინის სასარგებლოდ თქმულმა ვერცერთმა ამბავმა (ფაშიზმის დამარცხება, საქართველოს ავტოკეფალიის ხელშეწყობა, განძის დაბრუნება… და უფრო მნიშვნელოვანი მითები)…

ახლა იგივე ხალხს მინდა შევახსენო და იქნება გონება გახსნას, ჩვენი გაიგოს, რამდენად ძნელი გასაგებია ჩვენთვის, როდესაც ხშირად ხოტბას ასხამენ ძველ ბოლშევიკებს, ადგილობრივებს და განსაკუთრებით შევარდნაძეს, რამდენად მძიმეა, თუნდაც, 1992 წლის დამდეგიდან მშვიდობიან მიტინგებზე და ასევე სახლებსა თუ საპყრობილეებში ჩახოცილი მშვიდობიანი ადამიანების ახლობლებისათვის ამის მოსმენა?!

რამდენად უსამართლოა სისხლიანი გადატრიალების და რუსული ოკუპაციის მეთაურთა გასვენება საქართველოს წმინდა ტაძრებიდან და მათი დაკრძალვა პანთეონებში…

არ მყოფნის ძალა და ეტყობა უნარიც არ მაქვს, გასაგებად გამოვთქვა ჩემი და ჩემნაირი მილიონობით ადამიანთა ტკივილი…

ეს ახლაც გრძელდება…

სამწუხაროდ, ჩვენი ადრესატი უფრო ხშირად ჩანს, რომ არის მედია, თუმცა, ეს ასე არ არის. ეს ძალიან, ძალიან ფართო საზოგადოებას ეხება… მე მაინც შევეცადე მეთქვა… არ შემიძლია და ვერ ვიქნებოდი მართალი, თუ ამას არ ვიტყოდი…“, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთის ანტიპოდი, სინამდვილეში ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს და ბევრი რამ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს მე-3...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად...

ცალკეულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას და ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...