spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა ეს ქვეყანა, მას აქვს ფესვები...

“ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა ეს ქვეყანა, მას აქვს ფესვები გადგმული და ეს ოლიგარქიული პირამიდა არის უღრმესი…” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ,,მთავარი არხის” გადაცემაში ,,ლიტერატული სამკუთხედი” პოლიტიკური შეფასებას აკეთებს ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა, ამჟამად საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით:

,,შემთხვევით ხომ დამთხვები არ ხდება, შემთხვევითი დამთხვევები? მე ვფიქრობ, რომ ცხოვრება ერთმნიშვნელოვნად სიანტერესო გახდა. რა თქმა უნდა, ასე სჯობს. კონტრაპუნქტი გაჩნდა, გადღაბნილი სიტუაცია აღარ არის.

,,ოცნების” უპირატესობა იცით აქამდე რა იყო? ის, რომ მასა იყო უსახური და ეს სტრატეგიული ბუნდოვანება, რაც ყველაფერში ვლინდება ,,ოცნების”, ვლინდებოდა, ასევე, მათ სახიერებაში. ეს სახე იყო რაღაცა ბუნდოვანი. ბუნდოვანი ყოველთვის რთულია დასაპირისპირებლად, ხო?

ახლა აქ გასაგებია, რომ უკვე ივანიშვილი არა როგორც რაღაცა ღრუბლებში მონარნარე, არამედ მატერიალიზირებულია.

მე არ ვიცი, ახლა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კიდევ რა დასჭირდება იმისთვის, რომ გაიაზროს – ერთად შეიძლება ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა. გულწრფელად გეტყვით, რომ მე არ ვიცი სინამდვილეში სხვა რაღა უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში?!

ჯერ ერთი, ამ კაცის მოსვლის გარეშეც ეს ასე იყო – მოდი პირდაპირ ვთქვათ, ქვეყანა უკვე დამოუკიდებლობის რისკის ქვეშ არის. ყველაფერს თავი დავანებოთ, დამოუკიდებლობის რისკის ქვეშ არის! აქ დემოკრატიაზე, თავისუფლების ხარისხზე უკვე აღარ არის ლაპარაკი. ეს არის ,,ქართული ოცნების” ნოუ-ჰაუ ყველა წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ყველასგან…

გრავიტაციის ცენტრები უკვე ჩანს და პოლიტიკური საარჩევნო მათემატიკით ეს გრავიტაციის ცენტრები კონკრეტული ადამიანის ირგვლივ ვერ იქნება ოპოზიციაში. ეს ოპოზიციას, მისდა საბედნიეროდ, განასხვავებს ,,ქართული ოცნებისგან”. ლიდერების ჯახი არ იქნება. ივანიშვილის საპირწონე ლიდერი აქეთ არ არის. სააკაშვილს ბევრად უფრო დიდი მასშტაბი აქვს პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ ის ციხეშია და ამას გარდა ის არაა ისე მყარად ქართულ ნიადაგზე, როგორც ბიძინა ივანიშვილია. ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა ეს ქვეყანა, მას აქვს ფესვები გადგმული და ეს ოლიგარქიული პირამიდა არის უღრმესი, ადამიანების უზარმაზარი სტრატაა, რომლებიც ფულითაა მიბმული. მარტივად გეტყვით, არცერთ ადამიანს არ აქვს პოტენციალი, რომ აქ წინააღმდეგობა გაწიოს. არა თუ ოპოზიციაში, ქართულ საზოგადოებაში არ არსებობს ასეთი ადამიანი. ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანთა ერთობა.

სწრაფად, ოპტიმალურად უნდა მივიღოთ ეფექტიანი გადაწყვეტილება, რადგანაც დღეს პოლიტიკური ცხოვრება შეიცვალა – უნდა ვაღიაროთ ეს! მოცემულობა შეიცვალა, მოცემულობა არის სხვა.

გაერთიანებაში მე არ ვგულისხმობ, რომ ყველამ ერთად ხელი ჩავჭიდოთ და მივაწვეთ, მაგრამ მიზანი უნდა გვაერთიანებდეს და იმ დონემდე გაერთიანება, რა დონემდეც ამ მიზანს სჭირდება, ეს უნდა მოხდეს!“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...