კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ადამიანურობისგან სრულიად დაცლილმა ორიოდე არსებამ, პარლამენტში ჩემი სასწრაფოდ...

“ადამიანურობისგან სრულიად დაცლილმა ორიოდე არსებამ, პარლამენტში ჩემი სასწრაფოდ ციხეში გადაყვანა მოითხოვა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ  კონკრეტულ განცხადებაზე, რასაც “ქართულმა ოცნებამაც” დაუჭირა მხარი:

გუშინ, ადამიანურობისგან სრულიად დაცლილმა ორიოდე არსებამ, პარლამენტში ჩემი სასწრაფოდ ციხეში გადაყვანა მოითხოვა, მიზეზი ჩემი “სასამართლო” სხდომაზე ჩართვა იყო. თურმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ საქმეზე პოლიტიკაზე საუბარი როგორ გავბედე და თანაც, კიდევ უფრო დიდ ცოდვად რამდენიმე ფრაზის უკრაინულად თქმა ჩამითვალეს.

ამ “—–” (დაარქვით რაც გსურთ) მინდა ვუთხრა, ჯერ ერთი, მე ახლაც ციხეში ვარ, ბოლო წელიწადზე მეტს უჟანგბადო სივრცეში ვატარებ, რომელშიც მზის სხივი არ აღწევს და არც სეირნობაა შესაძლებელი. აქ მე უკიდურესად შემიზღუდეს კონტაქტები და ერთადერთი ვისი რეგულარულად ნახვის ფუფუნება მაქვს არის დედაჩემი, რომელსაც მოაქვს საკვები, მას შემდეგ, რაც ციხეში მძიმე მეტალებით მოწამვლა დამიდასტურდა.

ამ არსების მთავარი გაღიზიანების წყარო არის ის, რომ მე აღვიდგინე საუბრის უნარი და რუსთავის ციხეში გადაყვანაც სწორედ იმიტომ სურთ, რომ იქ სამედიცინო ყურადღების უკიდურესი შეზღუდვის პირობებში, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა და რამდენიმე თვის წინანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დიდი შანსია.

მოკლედ ამათ სურთ, რომ მე წამერთვას ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, (სხვანაირად ეს გამოხტომა არ აიხსნება) შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ რუსთავის ციხიდან ადმინისტრაცია ვალდებული იქნება სასამართლო სხდომებზე მატაროს და იქ კიდევ უფრო თავისუფლად შევძლებ საუბარს, ოღონდ ამათ დიდი იმედი აქვთ, რომ ცუდად გავხდები და არაფრის თავი არ მექნება, ან თუ მოვკვდები მაშინ ჰგონიათ, რომ ბედნიერება ეწვევათ.
რაც შეეხება ჩემს სიმპტომებს, მათი 80% არსად წასულა და ეს მთავრობამ შესანიშნავად იცის.

თქვენ თვითონ განსაჯეთ რა ტიპის არსებებთან გვაქვს საქმე და ჩემს FB-ზე წერას, სჯობს პირდაპირ მათ გვერდებზე გამოხატოთ თქვენი აზრი.

P.S. დიდი მადლობა ნიკა გვარამიას და საერთოდ ყველა ადამიანს, ვინც საჯაროდ გამოხატა ადამიანური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

“ნინო ნადირაძე არის კოლექტიური ქოცის სახე” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“დამღალა ამ ხარახურა პლატფორმებმა და სადღეგრძელოებმა, მართლა ქარაქუცა ოპოზიცია ხართ” – ელისო კილაძე

ცალკეული პოზიცია-შეფასებების გამოთქმისა და ერთგვარი კრიტიკა/ბრალდების ფორმის ურთიერთმინიშნებების გამო,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...