კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის, რაც გახარიას პარტიამ მიშას წინააღმდეგ იკადრა, იმეორებს...

“ის, რაც გახარიას პარტიამ მიშას წინააღმდეგ იკადრა, იმეორებს იმასაც, რასაც წერდნენ 70-იან წლებში საქართველოს დისიდენტური მოძრაობის და პოლიტპატიმრების წინააღმდეგ” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში მწვანე შეფასებას აკეთებს პარტია ,,საქართველოსთვის” წევრების განცხადებაზე საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა ,,ვივამედიდან” პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით:

,,ის, რაც გახარიას პარტიამ მიშას წინააღმდეგ იკადრა, იმეორებს იმასაც, რასაც წერდნენ 70-იან წლებში საქართველოს დისიდენტური მოძრაობის და პოლიტპატიმრების წინააღმდეგ. ერთერთი, თუნდაც ზვიადისა და მერაბის წინააღმდეგ დაწერილი “სარეველა”.

ფაქტია და თვითონ გახარიას პარტია აღიარებს, რომ არსებული ხელისუფლება არის რუსული რეჟიმი და ამ რეჟიმის ტყვის წინააღმდეგ გამოსვლა, სწორედაც ბოლშევიკური სისხლიანი რეჟიმის პოლემიკის გაგრძელებაა…“, – განაცხადა ბეჟან ჯავახიამ

ინფორმაციისთვის: ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის ,,საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებში აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად აქტიურობს, შესაბამისად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მიზანშეწონილად მიაჩნიათ მე-3 პრეზიდენტი კლინიკიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...