კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გავკადნიერდებით და ვიტყვით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული...

“გავკადნიერდებით და ვიტყვით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი ჩვენ – “ხალხის ძალას” მიგვიძღვის” – საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადება

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებასთან დაკავშირებით:

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გვინდა ჩვენს თანამოქალაქეებს მივულოცოთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებისათვის ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ორწლიანი წარმატებული ბრძოლის შედეგია. კანდიდატის სტატუსის თემამ, რომელიც „გლობალური ომის პარტიამ“ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 დღეში საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაძლიერებლად მოიგონა, საბოლოოდ დაკარგა რევოლუციური აქტუალობა, რაც ქართველი ხალხის გონიერებისა და ხელისუფლების პრინციპულობის დამსახურებაა.

გავკადნიერდებით და ვიტყვით, რომ ამ შედეგის დადგომაში განსაკუთრებული წვლილი ჩვენ – „ხალხის ძალას“ მიგვიძღვის. რომ არა სიმართლე, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში საზოგადოებას ვეუბნებოდით, ქართველი ხალხი ვერ აღიჭურვებოდა იმ იარაღით, რომელიც უმძიმეს ზეწოლასთან გასამკლავებლად იყო აუცილებელი. საზოგადოებას განვუმარტეთ სიმართლე, რომ კანდიდატის სტატუსს არც რაიმე ფინანსურ-ეკონომიკური სარგებელი უკავშირდებოდა და არც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას აჩქარებდა. ამ ფონზე, სტატუსის თემა ერთადერთ მიზანს – სტატუსის არმოცემის პირობებში, საქართველოში რევოლუციის მოწყობასა და ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის დაბრუნებას ისახავდა. თუმცა, იმის გამო, რომ ხალხს სიმართლე გავაგებინეთ, ამ თემამ რევოლუციური მუხტი სრულად დაკარგა.

საბოლოოდ, კანდიდატის სტატუსი იმიტომ მოგვენიჭა, რომ ის, როგორც ხელისუფლების გადატრიალების ინსტრუმენტი, „გლობალური ომის პარტიისთვის“ სრულად გაუფასურდა. სწორედ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალა იყო ის, რამაც ჩვენს ქვეყანას, ერთი მხრივ, უკრაინიზაცია აარიდა თავიდან და მშვიდობა შეუნარჩუნა და მეორე მხრივ, კანდიდატის სტატუსიც მიაღებინა.

ახლა მთავარია, ხელისუფლებამ და ხალხმა ეიფორიის გამო ყურადღება არ მოვადუნოთ და რაიმე შეცდომა სამომავლოდ არ დავუშვათ. მომავალ წელს ტარდება საპარლამენტო არჩევნები და ცხადია, ოპოზიცია, რომელსაც არჩევნების მოგების არავითარი რესურსი არა აქვს, რევოლუციის მორიგ უპერსპექტივო მცდელობას შემოგვთავაზებს. ენჯეოები კიდევ ერთხელ გამოფენენ მტკიცებულებების გარეშე მრავალგზის ნახმარ და გაცვეთილ ფრაზებს მოსყიდვის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, ნაცმოძრაობა არ შევა პარლამენტში და მოითხოვს რიგგარეშე არჩევნებს. შემდეგ, საქმეში ჩვენი დაუძინებელი გარე მეგობრებიც ჩაერთვებიან და ეცდებიან, ევროკავშირის თემა რევოლუციური სცენარისთვის კიდევ ერთხელ გამოიყენონ.

მაღალი ალბათობით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში „გლობალური ომის პარტია“ უზრუნველყოფს, რომ ევროკომისიამ გასცეს უარყოფითი რეკომენდაცია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე, ხოლო თუ ოპოზიციამ დეკემბრის შუა რიცხვებამდე მცირე მუხტი მაინც შეინარჩუნა – ევროპულ საბჭოსაც ათქმევინებენ უარს მოლაპარაკებების გახსნაზე.

საბოლოოდ, ყველაფერი ხალხის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული. თუ ოპოზიციის მცდელობა იმთავითვე ჩავარდება, უკვე მომავალი წლის დეკემბერში გაიხსნება მოლაპარაკებები, ხოლო თუ ოპოზიციას მუხტი 2-3 თვე შემორჩება, მოლაპარაკებებს 2025 წელს გაგვიხსნიან.

მთავარია, როგორც უკვე ითქვა, ხალხმა ყურადღება არ მოადუნოს. პრევენციაზე მუშაობა დღეიდან არის საჭირო, რადგან ვხედავთ, რომ მოლაპარაკებების გახსნის თემით მანიპულირება უკვე დაწყებულია. გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ვერაფერი მოერევა, რაც კანდიდატის სტატუსის მიღებითაც ძალიან კარგად გამოჩნდა“, ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოაშორეთ პროვოკატორები ქვეყანას!!! მოაშორეთ, სანამ სერიოზულ პროვოკაციაზე არ წამოგვაგეს!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“რა ვიცი აბა ჯუანშერ, რანაირად აგცდებიან ესენი?! 🤷🏻‍♂️” – ლევან ხაბეიშვილი ჯუანშერ ბურჭულაძეზე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სკანდალური ინფორმაციებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...