საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს საუბრობს იმ მნიშვნელოვ არჩევანსა და გამოწვევებზე, რომელიც, მისი აზრით, დღეს საქართველოს უდგას:
,,2 არჩევანია ქართველი ხალხისთვის: ან ესენი დატოვოს ხელისუფლებაში, – მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ უსაშველოდ დაგრძელდება და შეიძლება ამ გზიდან გადავიჩეხოთ, ან ისინი ჩამოშორდებიან ხელისუფლებას, – მაშინ საქართველო ძალიან სწრაფი ტემპით წავა ევროკავშირისკენ და ძალიან სწრაფად გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენს ხალხს ბევრად უკეთეს ცხოვრებას მოუტანს.
მეორე არის ის, რომ უკვე მზადდება მასობრივი დეპორტაცია ქართველების ევროპიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ ბოლო შემოსავლის წყარო მოაკლდება უმეტეს ქართულ ოჯახებს.
ჩვენი ამოცანაა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მილიარდნახევრიანი ფონდი შევქმნათ. ჯერ ერთი, ახალგაზრდების სტარტაპებისთვის. იმისათვის, რომ ახალგაზრდებს შეეძლოთ თავის ბიზნესების, საქმის დაწყება და სამეცნიერო კვლევების გაკეთება.
მეორე – მილიარდნახევრიანი ფონდი იმისთვისაა, რომ წავახალისოთ ქართველები, რათა საქართველოში დაბრუნდნენ და სრულიად ლეგალურად, საკუთარ სამშობლოში ჰქონდეთ კარგი შემოსავალი.
ამ ფულს ჩვენ მოვიტანთ აიპების და სიპების დაფინანსების შეკვეცით, ასევე იმ ჩრდილოვანი ფულიდან, რომელიც უზარმაზარი რაოდენობით გადმოირიცხა რუსეთის გავლით თუ რაღაც რუსეთის მიმართულებით უკრაინის ომთან დაკავშირებით. ჩვენ აუცილებლად შევიძენთ ამ მიმართულებით სერიოზულ პროგრესს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე