ორშაბათი, ნოემბერი 10, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგართობა და დასვენებაქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, "საახალწლო...

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, “საახალწლო სოფელი” კი 16 დეკემბრიდან გაიხსნება

შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა დახვდებათ.

მინდა, მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით. საღამოს 8 საათზე გაიმართება ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთების ცერემონია. ყველას გეპატიჟებით. საკმაოდ საინტერესო საღამო იქნება. სპეციალურად ამ დღისთვის თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა მოეწყობა, რომელიც შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციის შესახებ მოგვითხრობს. ჯადოსნური შოუს დასასრულს, მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად, წარდგება Stefano Signoroni. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო სანახაობა გველის. ამიტომ, 15 დეკემბერს გელით ყველას, დიდსა თუ პატარას. ერთად ჩავიფიქროთ და ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების შემდეგ, 16 დეკემბრიდან, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. „საახალწლო სოფელი“ 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, მუსიკალური საღამოთი დაიხურება.

16 დეკემბრიდან უკვე განათებულ ქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს მოიცავს. საახალწლო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ გარემოში სტუმრებს კვებისა და ტკბილეულის მრავალფეროვანი ფესტივალი უმასპინძლებს, მოეწყობა ყინულის მოედანი, სამეწარმეო და აგრობაზარი, ყველასთვის საყვარელი არტისტების მუსიკალური საღამოები, საბავშვო კონცერტები და შემეცნებით-გასართობი აქტივობები. ლოკაციებს რაც შეეხება, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, ასევე, დედაენის ბაღში იქნება „საახალწლო სოფელი“ განთავსებული. რაც მთავარია, დედაენის ბაღში პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონების პარკი დახვდებათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს ადამიანები კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ, რომ ქვეყანასთან ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო და საქართველოს კანდიდატის სტატუსი...

„კონკრეტული მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების...

“ყველაზე დიდი უტიფრობა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს დააბრალო მედიის მიტაცება-შეზღუდვა” – ლევან ნიკოლეიშვილი

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF), 2025 წლის „პრესის...

“ქართული ოცნება” ანტიკონსტიტუციური ძალაა, მოღალატეობრივი, კრიმინალური და კორუმპირებული” – ნინო ლომჯარია

საქართველოსთან მიმართებაში ევროკომისიის მძიმე დასკვნას, სოციალურ ქსელში, "ქართული ოცნების"...

“ბრძოლაც გაგრძელდება, სანქციებიც და გამარჯვებაც დადგება” – მარიკა არევაძე

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, უფლებადამცველი მარიკა არევაძე პოლიტიკური ბრძოლის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“უკვე წაქცეულ ქალს მეგობრები არ აღმოაჩნდა” – ელისო კილაძე მანჩო გიორგობიანზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" აქტიური...