spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მაღალი ალბათობა არის იმის, რომ პრეზიდენტი გადადგება. რეალურად,...

“მაღალი ალბათობა არის იმის, რომ პრეზიდენტი გადადგება. რეალურად, გადააყენებენ, როგორც გახარია გადააყენეს თავის დროზე” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს, თუ რა ალტერნატივებით შეიძლება განვითარდეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური საქმიანობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში:

,,მაღალი ალბათობა არის იმის, რომ პრეზიდენტი გადადგება. რეალურად, გადააყენებენ, როგორც გახარია გადააყენეს თავის დროზე. დიდი ალბათობით, ეს შეიძლება აგვისტოში/სექტემბრეში მოხდეს.

რეალურად, სალომე ზურაბიშვილი 2 რამისთვის შეიძლება დასჭირდეთ: ერთი – ეს არის პრეზიდენტის თანამდებობაში მისი მხრიდან ოპოზიციის არჩევნების შემდგომი კამპანიის მხარდაჭერა გაყალბებასთან დაკავშირებით და ა.შ. ყველამ წინასწარ ვიცით, რაზეც ააგებს საკუთარ კამპანიას არჩევნების შემდეგ ოპოზიცია. ამაში რადიკალურ ოპოზიციას შეიძლება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა დასჭირდეს. ამისთვის ის პრეზიდენტის პოსტზე სჭირდებათ.

თუმცა, შეიძლება განხილულ იქნეს ალტერნატიული სცენარი, როდესაც სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში/სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

მე უფრო პრაგმატული სცენარი მგონია იმ ადამიანებისთვის, მისი პრეზიდენტად დატოვება. იმიტომ, რომ დიდი საარჩევნო რესურსი სალომე ზურაბიშვილს არ აქვს. საბოლოო ჯამში, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე მაინც მგონია, უფრო მაღალი ალბათობით, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადააყენებენ. ეს მოხდება, ალბათ, აგვისტო/სექტემბერში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...