კვირა, მაისი 11, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"მოვუწოდებ მინისტრ ამილახვარს, დაუყონებლივ შეხვდეს მოშიმშილე მასწავლებელს -...

“მოვუწოდებ მინისტრ ამილახვარს, დაუყონებლივ შეხვდეს მოშიმშილე მასწავლებელს – პედაგოგებმა კომპრომისული გეგმა დღემდე ვერ მოისმინეს” – ნანა ტოხვაძე

მოვუწოდებ მინისტრ ამილახვარს, დაუყოვნებლივ შეხვდეს მოშიმშილე მასწავლებელს და მიიღოს ზომები მათი ლეგიტიმური მოთხოვნის შესასრულებლად“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განათლების სამინისტროსთან მიმდინარე აქციის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების მინისტრი პედაგოგებს დღემდე არ ხვდება, რაც მათ აიძულებთ, რომ საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენონ:

დღეს, 7 დეკემბერს, შიმშილობის მე-4 დღეა იმ მასწავლებლების, რომლებმაც „გაუფრთხილდი მასწავლებელს“ მოწოდებით დაიწყეს პროტესტი. თავისთავად ფაქტი, რომ განათლების მინისტრს ამის შეხსენება სჭირდება ერთი სირცხვილია, ხოლო უპრეცედენტო სირცხვილი ბატონი ამილახვარის ანგარიშზე ის გახლავთ,რომ მასწავლებლებს და მისი სისტემისგან უსამართლოდ დასჯილ კვალიფიციურ დირექტორობის მსურველს, ქალბატონ მაია ეკალაძეს სამართლის საპოვნელად შიმშილობა მოუწია.

მოვუწოდებ მინისტრ ამილახვარს, დაუყოვნებლივ შეხვდეს მოშიმშილე მასწავლებელს და მიიღოს ზომები მათი ლეგიტიმური მოთხოვნის შესასრულებლად. ახლა გადადგმული ნაბიჯები ვერ გადაფარავს მის პოლიტიკურ კარიერაში გაჩენილ შავ ლაქას, მაგრამ მას შანსი ექნება ერთხელ მაინც იმოქმედოს განათლების და არა პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. მით უფრო მაშინ, როდესაც მასწავლებლები ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის საფრთხის წინაშე დგანან.

საზოგადოებას შევახსენებ, 27 ნოემბრიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ და ღამეს სამინისტროს წინ ღია ცის ქვეშ ათენებენ პედაგოგები. ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში გამოვლენილ დარღვევევბზე პასუხისათვის. 4 დეკემბერს დირექტორობის კონკურსში მონაწილე ორი პედაგოგი დავით ფერაძე და მაია ეკალაძე მინისტრსა და მის მოადგილეებს შეხვდნენ. დარღვევების შესახებ ინფორმირების შემდეგ პედაგოგებმა მინისტრისგან კონკრეტული, რაციონალური და კომპრომისული გეგმა ვერ მოისმინეს. დღეს 2 მთავარი მოთხოვნის დაყენება შიმშილობის ფონზე უწევთ:

1. გაიმართოს ღია, საჯარო, გამჭვირვალე კონკურსი მაღალი საზოგადოებრივი სანდოობის მქონე კომისიასთან და არა განათლების სამინისტროს ხელდასხმულ წევრებთან.
2. დისკრეციული წესით გადაანაწილდნენ პოლიტიკური ნიშნით „დაბლოკილი“ დირექტორობის კანდიდატები უდირექტოროდ დარჩენილ საჯარო სკოლებში“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

“იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის...

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...